ვანო ხუხუნაიშვილს ხვალ თერჯოლაში დაკრძალავენ
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
29 / 01, 2010 12:18
Print
Font size:
საქართველოს პარლამენტის წევრს, ვანო ხუხუნაიშვილს ხვალ თერჯოლაში დაკრძალავენ.
ვანო ხუხუნაიშვილი თბილისიდან თერჯოლაში დღეს ჩაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი დეპუტატის მამა-პაპისეულ სახლში დღეს საღამოს გაიმართება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მისვლას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი იმერეთში Dდღის მეორე ნახევარში სამუშაო პროგრამით ჩადის.
46 წლის ვანო ხუხუნაიშვილი 26 იანვარს გარდაიცვალა. იგი რამდენიმე დღე პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული; ინსულტის გამო ოპერაციაც გაუკეთდა, თუმცა მისი ჯანმრთლებობის მდგომარეობა არ გაუმჯობებსებულა.
ვანო ხუხუნაიშვილი რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1