* * *გილოცავთ ახალ თემას!

ესეც წინა თემები:
თუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებიროგორც შევთანხმდით აქ ვწერთ ზოგად ინფოს თუთიყუშების შესახებ
მაშ ასე.
ტალღისებრი თუთიყუში
ინგლისურად : Budgie (Budgerigar)

ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით თქვენი მეგობარი გახდება
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს

სანამ იყიდით პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში მაშIნ ჯობია ორი მოიყვანოთ რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ,მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ რომ ასწავლოთ ლაპარაკი მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ.
ასაკის გარჩევა:
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.
ბარტყი

მოზრდილი

2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:

ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:

მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)

მამლების ცვლილოვანა ლურჯია,

ხოლო დედლების მოყავისფრო

ან თეთრ-ღია ცესფერი

მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ

ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
მაშ ასე
დედლები

და მამლები:

(მადლობა GOLLUM-ს სურათებისთვის
რაც შეეხება მოვლას.
ყოველდღე საჭიროა წყლის გამოცვლა. სასურველია დადგამი წყალი ესხას.
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige. არასოდეს არ იყიდოთ Trill, რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის )
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
ეჭმევათ: ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
არასოდეს არ აჭამოთ
მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
რაც შეეხება საკვებს:
საკვები გერმეტიულად უნდა იყოს შეფუთული, პაკეტში ან პაკეტით ყუთში.ცუდად შეფუთულ საკვებში ათასი სხვადასხვა თუთოსთვის მავნე ნივთიერებები შეიძლება მოხვდეს.დიდი შანსია მოხვდნენ მწერები და ამის შემდეგ მათი მატლები განვითარდნენ. ეს ყველაფერი იწვევს სოკოს თუთოებში და სხვადასხვა დაავადებებს.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადას. ხშირ შემთხვევაში ვადაგასულ საკვებს ყიდიან და ძველ ვადაზე ზემოდან ახალ ეტიკეტს არტყავენ სადაც ახლი ვადაა მითითებული.
ნებისმიერი საკვები უნდა დაათვალიეროთ ყურადღებით, სანამ თუთოს მიცემდეთ, ცუდი სუნის შემთხვევაში გადაყარეთ ან მიუბრუნეთ გამყიდველს. პაკეტის ბოლოში ჩიტის ან თაგვის ცურცლი თუ აღმოაჩინეთ ესეიგი მწარმოებელი ნაკლები დანახარჯების მიზნით, მარცველბს სათანადო ზომებით არ აშრობდა და ამავე მარცვლებს ჩიტები და თაგვები ჭამდნენ რომლებიც ბევრი დაავადების მატარებლები არიან .
არსებობს საკვების გასინჯვის ასეთი ხერხი : ერთი კოვზ საკვებზე დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ მოათავსეთ ეს მარცვლები თეფშზე და გადააფარეთ სველი მარლის ნაჭერი. ხარისხიანი მარცვლები 24სთში უნდა გაიზარდოს. რაც უფრო მეტი გაიზრდება იმ მარცვლებიდან მით უფრო ხარისხიანია საკვები. თუ 2/3-ზე ნაკლები გაიზარდა არ არის რეკომენდირებული ამ საკვების მიცემა.
მნიშვნელოვანია ასევე ვაჭამოთ ვიტამინირიზებული საკვები, თუ არავიტამინირიზებული.მწარმოებლები გვთავაზობენ ვიტამინირიზებულ პროდუქტს როგორც ყოველდღიურ საკვებს, მაგრამ ვიტამინების ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიტის დაავადება. ამიტომ ზოგი ვიტამინის კურსებს ცალკე უტარებს.
რაც შეეხება TRILL -ს ეს საკვები შეიცავს იოდის სამკურნალო დოზებს რაც სახიფათოა თუთოების ჯანმთელობისათვის და სიცოცხლისათვის.
რეკომენდირებული საკვებია :
" Padovan Grandmix " იტალიური ვიტამინირიზებული, მოთავსებულია პაკეტში და დევს ყუთში. იგივე მარკის " Padovan Naturalmix " არავიტამინირიზებული არ არის რეკომენდირებული.

" fiory " იტალიური, ერთერთი საუკეთესო საკვები. ამ ფირმის არის როგორც ვიტამინირიზებული ასევე არავიტამინირიზებული პროდუქტი. საკმაოდ კარგად არის შეფუთული.

" Vitakraft " გერმანული, ეს საკვები მზადდება რუსეთშიც, რუსული წაროების არ არის რეკომენდირებული, ევროპის ქვეყნებში ითვლება ხარისხიან საკვებად. ვიტამინირიზებულია.
" Prestige " ბელგიურია. უშვებს ფირმა Versele-Laga. Versele-Laga-ს პრესტიჟის გარდა საკმაოდ დიდი ასორტი აქვს. პრესტიჟის მწვანე ყუთებში (რომოლიც საქართველოს ბაზარზეც იყო) არავიტამინირიზებული საკვებია.
Prestige Premium ვიტამინირიზებულია. შინდისფერ ყუთებშია. ძალიან კარგ საკვებად ითვლება პრესტიჟი. არის ამ ფირმის სახელით თაღლითობის მცდელობაც,
ყიდიან როგორც Prestige Classic მწვანე ნახევარკილოგრამიან ყუთებში, რასაც არავითარი საერთო არ აქვს საფირმო ერთ კილოგრამიან ყუთებთან, ნამდვილი პრესტიჟის პროდუქტი ნახევარ კილოგრამიან ყუთებში არ გამოდის!! ადრე ეს საკვები გამოდიოდა მწვანე და შინდისერ ყუთებში, ახლა ყველა პროდუქტი ღია წითელი ყუ|თებით გამოდის.
ასევე კარგია " Sluis "ჰოლანდია, "Kiki" ესპანეთი, " Festival " დანია, " Cliffi " იტალია. ყველა ამ ფირმის საკვები ვიტამინირიზებულია. ასევე 8-in-1
ესეიგი რეკომენდირებული საკვებია : fiory, Prestige (და ყველა Versele-Laga-ს პროდუქტი),Padovan Grandmix ,Vitakraft (არა რუსული ), Cliffi , 8-in-1 ასევე Animals და Vitte Mollen
არარეკომენდირებულია : TRILL ,VITAPOL, ყველა რუსული წარმოების საკვები, ასაწონი საკვები (რომლის წარმომავლობა და ფირმა არ არის ცნობილი)
წყარო : ptic.ru
ნიმფა
ნიმფა (ლათ. Nymphicus hollandicus) არის თუთიყუშისნაირთა რიგის ერთ-ერთი ოჯახის – კაკადუების წარმომადგენელი. უფრო ზუსტად კი ის შავი კაკადუების ქვეოჯახის კორელების გვარის ერთადერთი სახეობაა. ცოტათი რთულია არა? რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ამის ცოდნა დაწვრილებით, საკმარისია ვიცოდეთ რომ ნიმფა მცირე კაკადუა.ნიმფების ბუნებრივი ფერი ნაცრისფერია, ალბათ ამიტომ ბევრისთვის ისინი არ იგივდებიან ხასხასა და მდიდარი შეფერილობის სხვა თუთიყუშებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნიმფა სხვა სახეობაზე ნაკლებია. მათი ძირითადი მახასიათებლი ნიშნებია (ისევე, როგორც სხვა კაკადუებისა): საკმაოდ მაღალი ქოჩორი, გრძელი კუდი და სტაფილოსფერი “ლოყები”. სხეულის სიგრძე 30-33 სმ-ია, აქედან კუდზე მოდის სიგრძის თითქმის ნახევარი 14-16 სმ. ნიმფები დაახლოებით 90 გრამს იწონიან. მდედრებისა და მამრების შეფერილობა განსხვავებულია: მამრი უფრო ხასხასა ფერებით გამოირჩევა, ბუმბულის ძირითადი ნაწილი მუქი რუხია, ქოჩორი და “სახე” – ყვითელი. თუმცა, დღეს შესაძლებელია სხვადასხვა შეფერილობის ნიმფების პოვნაც სქესის დადგენა
ბუნებრივი შეფერილობის (რუხი, ნაცრისფერი) და ე.წ. ლუტინი ((Lutino) თეთრი და ყვითელი) ნიმფების სქესის დადგენა არც თუ ისე რთულია. როგორც ცნობილია, თუთიყუშები (ისევე, როგორც სხვა ფრინველები) იცვლიან ბუმბულს (линька, Moulting). არც ნიმფები წარმოადგენენ გამონაკლისს. ყველა ნიმფა ბუმბულის პირველ გამოცვლამდე (რაც 4-დან 9 თვემდე ასაკში ხდება) დედალს ჰგავს. თუ კორელას, ადრეულ ასაკში რამე ავადმყოფობა აქვს გადატანილი, შესაძლოა ზრდასრული ფრინველის შეფერილობა მხოლოდ ბუმბულის მეორედ გამოცვლის (линька, Moulting) შემდეგ მიიღოს.
ყველაზე ადვილად ნაცრისფერი ნიმფების სქესი დგინდება: მამალს ყვითელი თავი და ხასხასა ნარინჯისფერი “ლოყები” აქვს, დედალს თავი ნაცრისფერი აქვს, “ლოყები” – ნარინჯისფერი, თუმცა ნაკლებად ხასხასა. მდედრ ნიმფებს ფრთების “შიგნითა მხარეს” თეთრი ლაქები აქვთ, მამრებს -არა.
წყარო : www.FlorAnimals.wordpress.com
არა,
არარა, სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების ორი გვარის (Ara და Anodorhynchus) საერთო სახელწოდება. მათი შეფერილობა ლურჯი, წითელი, ყვითელი და იშვიათად მწვანეა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში - მექსიკიდან პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტყეში, ხის ფუღუროში. დებენ 2 კვერცხს. იკვებებიან მცენარის ნაყოფით, თესლით. ყველაზე უფრო ცნობილი სახეობებია არარაუნა (Ara ararauna), არა (Ara macao) და იაგუნდისფერი არა (Anodorhynchus hyacinthinus).
ჟაკო
ჟაკოს სხეულის სიგრძე 35-40 სატიმეტრია. კუდი მოკლე აქვს. ის თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ფრთის ზომაზე. შეფერილობა ძირითადად ნაცრისფერი აქვს. ჟაკოს თვალების ირგვლივ, შუბლზე, მუცლისა და კუდის ქვედა ნაწილებზე შეფერილობა ღია ნაცრისფერი აქვს, თითქმის თეთრი. ფეხები შავი. სქესობრივი დემარფოზი, ისევე როგორც თუთიყუშების უმეტესობას, მათ არ გააჩნიათ. (სქესობრივი დემარფოზი არის ერთი სახეობის მდედრისა და მამრის შეფერილობის განსხვავებულობა. სქესობრივი დემარფოზი აქვთ ეკლექტუსებს ანუ კეთილშობილ თუთიყუშებს).
ბუდეებს იკეთებენ ხის ფუღუროებში. ბარტყების გამოჩეკვის სეზონზე მამრი ასრულებს ცეკვას, რითაც ცდილობს მიიბყროს მდედრის ყურადღება. "ცეკვის" დროს ის ცოტათი მაღლა წევს თავის ბუმბულს, ქვევით წევს ფრთებს და ირგვლივ უვლის მდედრს. ამასთან ის გამოსცემს საუცხოო ხმებს. მდედრიც ასეთივე ხმებს გამოსცემს და ღებულობს ბარტყის ფორმას, რომელიც საკვებს ითხოვს. მამრი მას ან აჭმევს ან კიდევ ჭამის იმიტირებას ახდენს (ანუ თითქოს აჭმევს). ორივე იმეორებს ყველაფერ ამას რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 5-10 წუთი. გარკვეული დროის შემდეგ ის დებს 3-4 თეთრ კვერცხს. მდედრი კვერცხის დებას 3-4 დღეში ასრულებს. ის კვერცხებს დაახლოვებით 30 დღე აზის. რამდენიმე დღეს ბარტყების გამოჩეკის შემდეგ, მდედრი ბუდეში ატარებს. მამრს მათთვის საკვები მოაქვს, ის თანაც ბუდესაც ცავს. 2 თვის ასაკში ბარტყები ტოვებენ თავიანთ ბუდეს, მიუხედავად ამისა ისინი მშობლების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან.
ბინადრობს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში: ანგოლაში, კონგოში, გვინეაში, სერა-ლეონესა და ლიბერიაში. სახლდებიან ტროპიკულ ტყეებში. ისვენებენ და ბუდობენ მაღალ ხეებზე. საკვების საშოვნელად დაფრინავენ სხვადასხვა მარცვლეული კულტურების ველებზე და ანადგურებენ მათ.
იკვებება ხილით, კენკრით, სხვადასხვა ნაყოფითა და თხილით.
გალიის კარგ პირობებში ცხოვრობს 100 წლამდე.
ძველად ეს თუთიყუშები ამშვენებდნენ აფრიკის ქვეყნების სასახლეებს, ცოტა მოგვიანებით ისინი ევროპეელებსაც გაუჩნდნენ.
ეს თუთიყუშები ყველაზე პოპულარულები არიან მოყვარულებს შორის. ისინი ხშირად ჰყავთ გალიებში, როგორც ადამიანის საუბრის იმიტატორები. ისინი ასევე ადვილად სწავლობენ სხვა ხმებსაც (ძაღლის ყეფას, კატის კნავილს, ტელეფონის ხმას და სხვა.) მას დაახლოვებით 100 სიტყვის სწავლა შეუძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა თუთიყუში ინდივიდუალურია (ერთმა შეიძლება 100 სიტყვაზე გაცილებით მეტი ისწავლოს, მეორემ კი ვერცერთი). ირინა პეპპერბერგის მიერ ჩატარებულმა მრავალმა ცდამ აჩვენა რომ ჟაკო ხვდება ზოგიერთ იმ სიტყვის მნიშვნელობას, რომელსაც თვითონ წარმოთქვამს. ზოგიერთი სიტყვა არ ავიწყდება 10 წელზე მეტიც. ადამიანს ეჩვევიან მხოლოდ ახალგაზრდა ფრინველები, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც შეიძლება დავუშვათ გამონაკლისები.
ჟაკოს სახეობა მოიცავს 2 ქვესახეობას:
წითელკუდიანი ჯაკო (Psittacus erithakus erithakus), რომელიც პირველად აღწერილი იქნა 1758 წელს. მისი სიგრძე 35-40 სანტიმეტრია. საერთო შეფერილობა ღია ნაცრისფერია, კუდის ბურდღები კი მკვეთრი წითელი, ნისკარტი შავი. თვალი მკრთალი ყვითელი აქვს. ბინადრობს ტანზანიასა და ანგოლაში.
ნაცრისფერკუდიანი ჟაკო (Psittacus erithakus timneh), რომელიც პირველად აღწერილი იქნა 1844 წელს. მისი სიგრძე 29-30 სანტიმეტრია. შეფერილობა მუქი რუხი, კუდის ბურდღები ნაცრისფერ-წითელია. ბინადრობს გვინეაში, ლიბერიასა და სერი-ლეონეში.
კლასიფიკაციაზე დამოკიდებულებით თუთიყუშის სახეობა ჟაკო მოიცავს ასევე ერთ ქვესახეობას:
პრინცესა განას ჟაკო, რომელიც პირველად აღწერილია 1909 წელს. ის ორი დანარჩენისაგან შედარებით დიდი ზომითა და უფრო მუქი შეფერილობით განსხვავდება. ის ბინადრობს პრინსიპისა და ფერნანდო-პოს კუნძულებზე
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საიტი
http://floranimals.wordpress.com/ეს კი ჩემი კოკო
This post has been edited by koko:D on 29 Jan 2011, 14:28