საინტერესოა არის თუ არა ვინმე ვინც დაახლოებით მაინც წარმოადგენდა საკუთარ ხედვას აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით...
ვფიქრობ ზოგადი საუბრებით, რომ "მშვიდობიანი" მოლაპარაკებებით, ან მხოლოდ ომის გზით ბევრს არაფერს მოგვცემს, ამიტომ ვიმსჯელოთ აქ კონკრეტულად რა გზების გამოყენებით არის შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
რეალურად ასეთი გზა მაინც ალბათ რამდენიმეა...
მოდით ყველაზე სარისკო გზა განვიხილოთ...
ანუ ის შემთხვევა როდესაც ჩვენ (ბუნებრივია ახალი ხელისუფლების პირობებში) "ვათბობთ" ურთიერთობას რუსეთთან და იმის სანაცვლოდ, რომ არასოდეს "ნატოს" წევრები არ გავხდებით, და რაც მთავარია მთელ ჩვენს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ როლს რეგიონში და დამატებით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ "ხიდს" მის კონტროლს ვუქვემდებარებთ, მივიღებთ თუ არა რეალურ სარგებელს...
როგორ ფიქრობთ, თუკი რუსეთს გარანტია ექნება იმისა, რომ საქართველოში (ისრაელის შემთხვევა შეგვიძლია ავიღოთ მაგალითისთვის) ხელისუფლების სახელმწიფოებრივი ხედვა ვინც არ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას იქნება დაახლოებით ერთნაირი, თუკი ჩრდილოთ კავკასიის "დასამშვიდებელ" მთავარ იარაღად დაინახავს, რომ საქართველოს როლი არის განუზომლად დიდი, თუკი ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას მათ სასარგებლოდ გამოვაყენებინებთ არ არის იმის დამთმობი რასაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჰქვია?!...
მხოლოდ ის არგუმენტი, რომ 200 წელია გვატყუებენ ამ ეტაპზე სერიოზულ არგუმენტად გამოყენებული პირადად ჩემთვის მაინც ვერ იქნება, რადგან თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური რეალობა სრულიად განსხვავებულია და ხშირად ამის დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს რომელიმე მხარეს პარტნიორად მიღებული სახელწიფოს ესე მარტივად "გადაგდება" უკვე ზღაპრის დონეზეა დასული. ის არგუმენტი, რომ მოლდოვამ თავისი ნეიტრალიტეტის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის დახმარებით ვერ შეძლო ასევე სუსტია, რადგან მოლდოვას ის 3 რამ რაც შეგვიძლია დაკარგული ტერიტორიების საფასურად დაუთმოთ რუსეთს არ გააჩნია.
ანუ ვიმსჯელოთ ამაზეც...
და იქნებ ახალი პოლიტიკური რეალობა გახდეს საფუძველი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის...
თუ არადა ვინმემ ამიხსნას რა კონკრეტული გეგმით აპირებენ ამერიკელები ჩვენთვის ამ პრობლემის მოგვარებას...
თუ ასეთ გეგმას ამერიკა ვერ გვაძლევს და მხოლოდ ზეპირი დადასტურებებით რომ აფხაზეთი საქართველოა, მხოლოდ ამით შემოიფარგლება მე ვფიქრობ ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია სერიოზულად გადასახედია.
ალბათ მეორე გზა ამ პრობლემის მოგვარების არის კიდევ უფრო რთული...
მაგრამ მეჩვენება, რომ ამ გზის გავლაც არის შესაძლებელი.
ანუ, საქართველო იწყებს ომისათვის სერიოზულ მზადებას.
მაგრამ არა ისეთს ბუნებრივია როგორსაც აქამდე ვხედავდით, ან ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში.
მე ვსაუბრობ მდგომარეობაზე, როდესაც საერთოდ ჩერდება ცხოვრება ყველგან და ყველაფერში და მთელი ქვეყანა ღიად და პირდაპირ იწყებს ომისათვის მზადებას!
ბუნებრივია დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის დახმარება აქ უმნიშვნელოვანესია (პირველ რიგში სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფის თვალსაზრისით)
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვაცხადებთ, რომ რუსეთს მიტაცებული აქვს რა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და არანაერი სხვა საერთაშორისო სამართლის დახმარებით და არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით არ აპირებს რა ამ რეალობის შეცვლას საქართველოს სხვა გზა გარდა ერთისა სამხედრო გზით დაიბრონოს დაკარგული ტერიტორიები არ რჩება და ჩვენ ფაქტიურად ღია ომს ვუცხადებთ რუსეთს.
მესმის, რომ ეს საქართველოს რუკიდან სამუდამოდ ამოშლის რისკსაც შეიცავს, მაგრამ ვფიქრობ არის საკმაოდ მყარი არგუმენტები საიმისოდაც, რომ მსგავს ნაბიჯზე ჩვენ წავიდეთ.
1. საქართველო ჩეჩნეთი არ არის და რუსეთი ვერასოდეს იტყვის ეს ჩემი "მიწაა". ანუ, სულ რო დაიკავოს მთელი საქართველოს ტერიტორია და ის სამხედრო გზით აკონტროლოს სამუდამოდ ეს ვერ გაგრძელდება ვერანაირად. მითუმეტეს ჩვენ რუსეთთან ღია ომზე წასვლის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ გამარჯვებაზე ფიქრიც შეგვეძლება. თუმცა ეს ომი თუკი იმ მაშტაბებით ვაწარმოეთ (და იმ დახმარების პირობებში) როგორადაც მე წარმომიდგენია ბუნებრივია წლები შეიძლება გაგრძელდეს.
გასაგებია ისიც, რომ ჩვენ ამისათვის დღეს 1% თაც კი არ ვართ მზად, მაგრამ წლების განმავლობაში მხოლოდ ამ თემაზე ფიქრითა და რეალური მზადების პირობებში ვფიქრობ 21-ე საუკუნის ისტორიული გამარჯვება შეიძლება მართლა რეალურად მოვიპოვოთ. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ ასიათასობით ადამიანი შეიძლება შეეწიროს ამ ომს.
ალბათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ ერთი გზა ისიც არის, დაახლოებით ის გავაკეთოთ რაც იაპონიამ...
ანუ, მართლა მსოფლიო მაშატაბებით შევძლოთ ჩვენი სრული პოტენციალის გამოვლენა ყველა ამ ქვეყნისათვის პრიორიტეტულ სფეროში, და პირველ რიგში ვსაუბრობ ეკონომიკაზე!
მაგრამ ესეც ხომ ფაქტია, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო დიდი დრო წირდება ალბათ...
თემა საკმაოდ გამიგრძელდა...
დანარჩენს დავწერ გზა და გზა
ქართველები ვართ და მოდით ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ იმაზე რა გზებით, რა კონკრეტული ქმედებებით შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა...
აქვე დავამატებ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს აფხაზებთან და საოცრად საინტერესო რაღაცეები ხდება იქ...
დარწმუნებული იყავით, რომ საერთოდ სხვანაერად ვუყურებთ დღეს ჩვენ მათ და დიდწილად ეს ქართული სამარცხვინო სატელევიზიო არხების დამსახურებაა...
This post has been edited by nika_144 on 27 Jan 2010, 23:41