#17732150 · 31 Jan 2010, 21:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით დროა აფხაზეთს და სამაჩაბლოს სტატუსი შევუცვალოთ და საქართველოს ეს ორი ტერიტორია ოფიციალურად ვაღიაროთ ტერორისტების მიერ კონტროლირებად ზონებად, კოკოითი და ბაღაფში კი ოფიციალურად ვცნოთ ტერორისტებად, მათი ე.წ. მთავრობები კი ტერორისტულ ორგანიზაციებად, შესაბამისად კრემლი გახდება ამ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი. დროა ბეჭდვითმა და ელექტრონულმა მედიამ მოიხსენიოს ეს ორი ტერიტორია არა არაღიარებულ ან დე-ფაქტო რესპუბლიკებად არამედ საქართველოს სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად სექტორებად, კოკოითის, ბაღაფშის და მათი თანამოაზრეების მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ისინი გამოცხადდნენ ძებნილებად, მათ თავებზე კი სოლიდური თანხაც კი დაწესდეს. საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი უნდა მიიღოს თუ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თანახმა იქნება. პირადად მე თანახმა ვარ დღესვე მიღებულ იქნას ეს კანონი, თუმცა ყოველივე ამას ჯერ სათანადო მომზადება სჭირდება, საჭიროა კონსულტაციები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან...
|