· ნოღაიდელი-კუკავა-დავითაშვილის “საქართველოს გადარჩენის გეგმა” და საპროტესტო აქციების “მესამე ტალღა” - 9 აპრილიდან 26 მაისამდე...
· დავით ზურაბიშვილი - “სააკაშვილის დამარცხება მხოლოდ არჩევნებით შეიძლება”
· “გალელები და ახალგორელები რუსულ პასპორტიზაციას უარყოფენ”
ნოღაიდელი-კუკავა-დავითაშვილის “საქართველოს გადარჩენის გეგმა” და საპროტესტო აქციების “მესამე ტალღა” - 9 აპრილიდან 26 მაისამდე...
“პრაიმერის ინიციატორმა სამმა პარტიამ პრაიმერის თარიღი კიდევ გადასწია და მერობის კანდიდატის გამოვლენას აპრილის ბოლოს შეეცდებიან. მანამდე კი აქციებს გამართავენ და ამ აქციებით ხელისუფლებას გააფრთხილებენ, რომ არჩევნები არ გააყალბოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
“თებერვალი დადგა და ოპოზიციის ნაწილმა, როგორც წესი, საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი. უკვე რამდენი წელია, ოპოზიცია ყოველ გაზაფხულზე აქციებს იწყებს და “სააკაშვილის დამთავრებით” იმუქრება. მერე აქციები - დიდი თუ მცირე ქრება და ოპოზიცია მომავალი აქციებისთვის იწყებს მზადებას. ამჯერად აქციები ნოღაიდელმა და “კონსერვატორებმა” დააანონსეს. თანაც, როგორც ჩანს, ეს აქციები პრაიმერის პარალელურად ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “საპროტესტო აქციები პრევენციული ხასიათის იქნება, რათა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვეღარ შეძლოს”. აქციები რამდენად იმოქმედებს ხელისუფლებაზე, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით. მაგრამ ფაქტია, რომ ნოღაიდელი-კუკავა-დავითაშვილის კავშირი ამას “საქართველოს გადარჩენის გეგმას” უწოდებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საპროტესტო მიტინგების მორიგი ტალღა დედაქალაქში ისევ გაზაფხულზე, ისევ 9 აპრილს დაიწყება და 26 მაისს “ოგანდიოზული, გამაფრთხილებელი აქციით” დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მივიჩნევთ, რომ საქართველოს გადარჩენის და გამარჯვების გზა გადის საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების შეცვლაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ შეურიგებელი, რეალური ოპოზიციური ძალების უკომპრომისო და რაც მთავარია, ერთიანი ბრძოლით, მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერსები, ერთობლივად დავიწყოთ მესამე და გადამწყვეტი ტალღა”, - აღნიშნულია “საქართველოს გამარჯვების გეგმაში”. გეგმის მიხედვით, პრაიმერში მონაწილე პარტიები 9 აპრილის შემდეგ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ერთიანი აქციისკენ უკვე 26 მაისისთვის, სადაც მიღებული იქნება “საგანგებო და წინასწარი ზომები არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში. გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის პრაიმერი ჩატარდება 18 აპრილს, ნაცვლად 28 მარტისა”, - დასძენს გამოცემა.
“ვინ შეუერთდება აქციებს და ვინ არა, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძნელია, მაგრამ “ალიანსმა” უკვე გააკეთა განცხადება, რომ ისინი აქციებს არ შეუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ როგორც ფიქრია ჩიხრაძემ თქვა, - “წინასწარ დაგეგმილ აჯანყებებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, ეს არჩევნების გვერდზე გადადება იქნებოდა. “ალიანსი” მთელი ძალებითა და რესურსებით გაზაფხულისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთვება”. მისივე თქმით, არჩევნები ერთადერთი გზაა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად და თუ საჭირო გახდება, შედეგების სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ჯერჯერობით ერიდებიან. საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება. საინტერესოა, ისიც, დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილიც “საპროტესტო ტალღებზე საუბარში აზრს ვერ ხედავს”, - წერს სტატიის ავტორი.
“არ არის საჭირო ტავტოლოგია და ხელისუფლების “დემოკრატიული ტალღების პარალელურად, “საპროტესტო ტალღებზე” ყურადღების გამახვილება. უმჯობესია ხელხს მომავლის იმედი და რწმენა დამუბრუნოთ, საკუთარი შეცდომები კარგად გავაანალიზოთ და ამის შემდეგ, გარწმუნებთ, არანაირი ტალღის გამოწვევა საჭირო არ იქნება და ტალღებსა და ცუნამებზე ზრუნვა აღარ დაგვჭირდება”, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საინტერესო კი ის არის, რომ ხელისუფლება საპროტესტო ტალღებზე საუბარს უკვე ქვეყნის ღალატად აფასებს. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, “ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს სურს შექმნას მითი, რომ თითქოს მათ ქართველი ხალხი უჭერს მხარს, თუმცა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლით, წყალს მტრის წისქვილზე ასხამენ. ოპოზიციის მზადება იმ მზადებას ჰგავს, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ 1921 წელს დაიწყო”. თუმცა, მინაშვილი დასძენს, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ვერ შეძლებს და მის არაკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელისუფლების პასუხიც შესაბამისი იქნება”, - დასძენს სტატიის ავტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124107.html This post has been edited by imageexpress on 2 Feb 2010, 15:46