იყო ერთი ასეთი თეოფანე ბაბუა, წალენჯიხელი, კაი კაცი. დიდი ხნის წასული იქნება იმქვეყნად... წინასწარმეტყველების ნიჭით იყო განთქმული, ცხონებული, ყველაფერს ხრახნზე აჯენდა!
საბჭოთა კავშირს რა ბედი ელისო და დაიშლებაო, მერე რა მოხდება და ცოტას ვიომებთო, მერე კიდეო და წითელ ყვავილებს ვხედავ და ისევ ქალი გახდება ქვეყანაშიო პირველიო...
საბჭოთა კავშირის დაშლა და ომები კი დაასვა, მაგრამ ქალი ვინ უნდა გახდეს პრეზიდენტი, სარიშვილიო? ასე სთქო ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, სკოლაში როცა მოვყევი და კი გახდა ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი!
მოკლედ, თეოფანეს უთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, ტაო-კლარჯეთსაც დავიბრუნებთ, ლორესაც და საინგილოსაცო! სამწუხაროდ, სოჭზე არაფერი უთქვამს, როგორც მახსოვს...

ჰოდა, მოეშვით ამ ვაგლახს და აკეთეთ თქვენი საქმე მაღალპროფესიულ დონეზე, ყველაფერი კარგად იქნება!