სოჭის ოლიმპიადის წინ ჩრდილო კავკასიის ახალი ფედერალური ოლქის შექმნით რუსეთმა ადიღელები უბიხების გზას გაუყენა“ადიღელები ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის შექმნას აპროტესტებენ და საყოფელთაო გამოსვლებისთვის ემზადებიან. ასეთი გადაწყვეტილება ადიღელთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ადიღე ხასემ” 20 იანვარს გამართული სხდომისას მიიღო. ორი დღის რუსეთში პრეზიდენტ მედვედევის განკარგულებით რუსეთში ახალი, რიგით მე-8 ფედერალური ოლქი შეიქმნა - დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ბარაჩაი-ჩერქეზეთი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანია, ჩეჩნეთის რესპუბლიკა და სტავროპოლის მხარე რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქიდან გამოყვეს და მათგან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი შექმნეს. ადიღელების უკმაყოფილებას ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ადიღელები საპროტესტო გამოსვლებს გაგმავენ / “როცა მსგავსი ოლქი საბჭოთა პერიოდში არსებობდა, ჩეჩნეთში მოხდა 40 აჯანყება, 20 - ინგუშეთში, 4 წლის განმავლობაში 4 აჯანყება მოაწყვეს ჩერქეზებმა”.
“მთავარი, რასაც “ადიღე ხასე” აპროტესტებს ისაა, რომ ადიღელთა ისტორიული სამშობლო ამიერიდან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტს, არამედ სხვადასხვა ფედერალურ ოლქებს შორის ნაწილდება. კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი ახალ ჩრდილო კავკასიის ოლქში შედიან, ადიღე და კრასნოდარის მხარე კი - ძველებურად სამხრეთ ფედერალურ ოლქში. ადიღელთა აზრით, ახალ ოლქში ადიღე და კრასნოდარის მხარეც უნდა შესულიყო. თუმცა, ადიღელები თავად ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის შექმნის ფაქტითაც უკმაყოფილო არიან. “ადიღე ხასეს” გადაწყვეტილებით საპროტესტო აქციები, გარდა რუსეთისა, სხვა ქვეყნებიც გაიმართება, სადაც ადიღელთა დიასპორებია. თბილისში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში ადიღეს არშეყვანა მიზანმიმართულად მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მგონია, რომ ადიღეს რესპუბლიკას საერთოდ რაღაცას უპირებენ. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული კონსტიტუცია სრულიად დაამახინჯეს, თითქმის ყველაფერი ამოიღეს, რაც სუვერენიტეტს გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის დროს ადიღე რუსპულიკა კი არა ავტონომიური ოლქი იყო. ამიტომ არაფერია გამორიცხული. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გახდა, სამხრეთ ფედერაციის ოლქი გამოეყო ჩრდილოეთ კავკასიისგან. ადიღელებს უნდათ ამ ოლქში შესვლა იმის გამო, რომ ადიღები, ყაბარდოელები და ჩერქეზები ერთი და იგივე ხალხია. ბოლოდროინდელი ადიღურ-ჩერქეზული მოძრაობა ორიენტირებული იყო, რომ ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი გაერთიანებულიყო ერთ ჩერქეზულ რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ, ისინი არა მარტო დაყვეს, არამედ სხვადასხვა ფედერალურ ოლქში მოაქციეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
“20-30-იანი წლებში არსებობდა ასეთი ოლქი და მასში კრასნოდარის მხარის გარდა ყველა ის რესპუბლიკა შედიოდა, რომლებიც ახლა გააერთიანეს ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში. კრასნოდარის მხარე საერთოდ რუსული ნაციონალიზმის უბეა. აქ ძალიან ბევრი კაზაკი ცხოვრობს და ადიღელები სულ 100 ათასი კაცია, ანუ საკუთარ სამშობლოში უმცირესობას წარმოადგენენ. ამტომ მათ ანგარიშს არავინ უწევს. მათ ვერც მონათესავე ყაბარდოელები და ჩერქეზები დაეხმარებიან, რამდენად ისინი უკვე შედიან ახალ ოლქში. ამიტომ ეს პროტესტი ნელ-ნელა გასაქრობადაა განწირული. როგორი მასობრივი გამოსვლებიც უნდა იგეგმებოდეს, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში 3 მილიონი კაზაკი ცხოვრობს, უკვე სასაცილოა საუბარი რამის კეთებაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მიხეილ ლაბაძე.
“ადიღეს რესპუბლიკა კრასნოდარის მხარის შეაგულშია. ადრე იყო მოსაზრება, რომ მის შემადგენლობაში შესულიყო და არ ჩამოყალიბებულიყო ცალკე ადიღეს რესპუბლიკა. მაშინ ადიღელების პროტესტს მხარი მონათესავე ხალხებმაც დაუჭირეს. თუმცა ახლა დანარჩენებს ეროვნული თვითმყოფადობის ყველა საშუალება მიეცათ და ამიტომ ცალკე ადიღელების პროტესტი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია - ოლქის შექმნით რუსეთი ცდილობს დააცხროს “მადაზე მოსული” ჩრდილოკავკასიელები, გაუხსნის მათ ეროვნული თვითმყოფადობის ინსტიტუტებს - ტელევიზიას, სკოლებს, თეატრებს. ჩრდილოეთ კავკასია დენთის კასრია. ამ ოლქის შექმნით რუსეთი, ასე ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელების ამბიციის ჩაცხრომასა და მათგან მორჩილი ხალხის მიღებას ცდილობს”, - დასძენს მიხეილ ლაბაძე.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123197.htmlახალი ამბავი არაა რომ რუსეთი ჩრდილო კავკასიის ასიმილაციას ცდილობს. რა გამოვა აქედან სხვა ამბავია მაგრამ ეს თუ მოხდა შემდეგ ჩვენი ჯერი დადგება. ასე რომ გვინდა თუ არ გვინდა ჩრდილოეთ კავკასია არის ფარი ჩვენთვის. მოგვიწევს რამენაირად ურთიერთობების დალაგება იმ ხალხებთან. კარგი იქნება თუ თბილისი ისევ გახდება საგანმანათლებლო ცენტრი ჩრდილო კავკასიელებისთვის, როგორც ადრე იყო. ჩვენ ასიმილაციას რაც შეეხება, თესლი უკვე ჩააგდეს რუსებმა, სამაჩაბლოს და ფხაზეთის სახით. ადრე თუ გვიან მანდ მივიღებთ კაზაკებით დასახლებულ ტერიტორიებს და აღმოჩნდება რომ თურმე საქართველო კაზაკების ძირძველი მიწა ყოფილა. არ ღირს ილუზიებით თავის მოტყუება, ჩვენ რუსებისთვის დაბრკოლება ვართ სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც ადრე თუ გვიან გადაუვლის, თუ ჭკუით არ მოვიქეცით.
გამოსავალი?
P.S
პირველი კავკასიური არხის იდეა მომეწონა, ვნახოთ შემდგომში რა შედეგს გამოიღებს და რას გააკეთებენ
This post has been edited by CladheD on 22 Jan 2010, 14:50