New York Times-ის განცხადებით მისი მუსიკა არეტა ფრანკლინს და იოკო ონოს სინთეზია. ვიკიპედია Lo-Fi, R&B, Experimental-ად ახარისხებს, უშუალოდ ჯგუფის ფუძემდებელი, ვოკალისტი, პროდუსერი და კიდე ბევრი რამე - მერილ გარბუსი ( Merrill Garbus) თავის მუსიკას ელექტრო ფოლკს უწოდებს.
ერთი ალბომი გამოუშვა ჯერ მხოლოდ - 2009 წლის ივლისში თუ არ ვცდები_ Bird-Brains, რომელზეც ორი წელი მუშაობდა. Fოლკ ელემენტები აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის დროს აქვს შეგროვებული და შემდეგ ელექტრონულად დამუშავებული.
ერთი კვირის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე და ძაან მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ რომ თემას იმსახურებს. მით უმეტეს რომ ბევრი რამე არც ვიცი ამ ჯგუფზე/ქალზე და იქნებ თქვენც გსმენიათ და ინფო დადოთ.
http://www.tune-yards.com/ - ეს ოფიციალური საიტი.
ეს კიდე ერთ ერთი თრეკი ალბომიდან -
http://rapidshare.com/files/345332283/04_Hatari.mp3.html