michael_სალამი, შენ ის მიქაელი ხარ ხომ ფორუმ.გოლ.გე-დან?

აი წაიკითხე ეს, ფაქტიურად ეკლესიის მთელი ისტორიაა მოკლედ ჩამოწერილი...

1. იესოს აღდგომის მერე დაიწყეს მოციქულებმა ქადაგება. შეიქმნა ეკლესიები სხვადასხვა ქალაქებში...
2. გნოსტიკოსები ებრძვიან ეკლესიას... იქმნება გნოსტიკური სახარებები...
3. II საუკუნეში უკვე თავად ეკლესიაში იწყება განხეთქილებები(მანამდეც იყო, მაგრამ მე სერიოზულებზე ვწერ). კერძოდ გამოდის მღვდელი და თეოლოგი საბელიუსი და ამბობს რომ - მამა, ძე და სულიწმინდა - ერთი ღმერთის(და ერთი პიროვნების) სამი სხვადასხვა სახელებია... ანუ ღმერთი ერთი პიროვნებაა, ძველ აღთქმაში "მამა" ერქვა, ახალში "ძე" და მერე დაუბარა მოწაფეებს რომ სულიწმინდა(ანუ საბელიუსის აზრით ისევ იგივე) იქნებოდა მათთან ერთად სამყაროს დასასრულამდე...
ეს ერესი დაიგმო ერთ-ერთ კრებაზე...
4. IV საუკუნეში უკვე გამოჩნდა ერესი- არიანიზმი(აღიარებულია როგორც ერესთა ერესი, ყველაზე ძლევამოსილი), რომელმაც ეკლესიის ეპისკოპოსების უმრავლესობა ჩაითრია... მანდ იმპერატორის გავლენასაც ჰქონდა მნიშვნელობა, თვითონ რასაც ეთანხმებოდა აიძულებდა სხვებსაც რომ დათანხმებულიყვნენ...
არიოზი იყო მღვდელი რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა მრავალი ეპისკოპოსისგან... იგი ამბობდა რომ - ღმერთი ერთია, მაშ გამოდის მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, თორემ ისე პოლითეიზმია... პოლითეიზმისგან გაქცევას ცდილობდა საბელიუსიც...
იგი ამბობდა რომ თუ: "მამამ შვა ძე, გამოდის იყო დრო როცა ძე არ არსებობდა, მაშ იგი ღმერთი კი არა ქმნილებაა..." არიანელებისთვის იყო იერარქია მამას, ძესა და სულიწმინდას შორის...
რომის პაპი ერთადერთი იყო ვინც ამ ერესში არ გაეხვია... ცხადია წმინდა ათანასესთან და კიდევ რამოდენიმესთან ერთად... აქედან მოდის გამოთქმა: "ათანასე მსოფლიოს წინააღმდეგ" - რაც მის მარტოობას ასახავს ამ ბრძოლაში...
5. ეს ერესი სიმწრით გადაგორდა, გამოჩნდა ახალი - ნესტორი, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი... ნესტორმა თქვა რომ - კარგი, არიანელებს დავუმტკიცეთ რომ იესო იყო ღმერთი, მაგრამ წმინდა მარიამი არაა ღვთისმშობელი რადგან მან ადამიანი შვა და არა ღმერთი... იგი ანცალკევებდა ქრისტეს ორ ბუნებას - განკაცებამდე და განკაცებსისას...
დღესაც არიან ნესტორიანელები...
6. ნესტორი დაგმეს ოფიციალურ კრებაზე, მაგრამ ერთ-ერთი მისი მოწინააღმდეგე - ევტიქე- მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მან თქვა რომ იესოს ერთი ბუნება - ღვთიური ჰქონდა... მისი ადამიანური ბუნება კი შთანთქა მისმა ღვთიურმა ბუნებამ...
ამას შემდეგ მონოფიტიზიტობა დაერქვა... დღესაც არიან მონოფიზიტები...
7. ცოტა ხნის მერე კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქი გამოვიდა - სერგი I. იგი ამბობდა რომ: "კარგი, იესოს ორი ნუნება ჰქონდა, მაგრამ ერთი ნება."
ამას დაერქვა მონოთელიტიზმი - მოძღვრება რომელიც იესოს ერთნებელობის იდეას იზიარებს... არ ვიცი დღესაც თუ არიან...
რომის პაპი, წმინდა მაქსიმე და კიდევ ერთი ეპისკოპოსი იყვნენ ფაქტიურად მთელი ეკლესიის წინააღმდეგ, როცა მონოთელიტიზმმა მთელი ეკლესია მოიცვა...
8. მერე უკვე მოხდა დიდი ხლეჩა...
პაპის პრიმატს მიხვდები თუ რა საფუძველი აქვს თუ ისტორიას გადახედავ - რომ პაპი არასოდეს შემცდარა, ისტორიის მანძილზე იგი მუდამ მართალი იყო, მაშინაც როცა მთელი ეკლესია ერესში იყო...
მაგრამ მართლმადიდებლები პაპს ბრალს დებენ "ფილიოქვე"-ს მრწამსში შეტანაში: "სულიწმინდა გამოდის ძისგანაც, არამარტო მამისგან". ასევე წმინდა მარიამის უცოდველობაზე და სხვა მრავალზე...
9. მერე იყო შუასაუკუნეების ერა, განუკითხაობა, ინკვიზიები და ასე შემდეგ... პროტესტანტები იყვნენ ის ხალხი ვინც დაუპირისპირდნენ ეკლესიას... პროტესტს გამოთქვამდნენ უმსგავსობებზე... ნელნელა კი მათ ეს ყველაფერი გადაეხარდათ მთელი ეკლესიის(საეკლესიო იერარქიის, წმინდანების) უარყოფაში...
10. პროტესტანტებმა თქვეს რომ არ გვინდა ვიღაცის განმარტება, ბიბლია გვეყოფა... მაგრამ რამდენი პროტესტანტული დენომინაციაა, მგონი არაა ბიბლია საკმარისი...

11. უმეტესობა პროტესტანტებისა, ბევრ და მთავარ ეკლესიურ მოძღვრებებს იზიარებენ... იეჰოვას მოწმეები და კიდევ რამოდენიმე ალბათ, არიან ისინი ვინც ყველა ამათგან განსხვავდებიან, რადგან ისინი ქადაგებენ არიანიზმის მთავარ იდეას - "მამა ძეზე დიდია, ღმერთი არის ერთი(და არა სამი)"... სამების იდეა რთული გასაგებია: "ღმერთი არის ერთი, მაგრამ მასში არის სამი პიროვნება, სამივე სრულად ღმერთია, მაგრამ სასწაულებრივად მაინც მონოთეიზმი და ერთღმერთიანობაა..."
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.