ვის არ ახსოვს სულხან ცინცაძის "დუ-დუ აბეზარა მქვიაო ...". სიმღერა, რომელიც საბჭოთა ბილბორდის თოფ-100-ლში თვეების მანძილზე პირველ ადგილზე იყო.

IMDB ბმული -
აბეზარა1956 წელი
ქართული ფილმი
მთავარ როლში: ლეილა აბაშიძე

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში:
თენგიზ მუშკუდიანი, ჟუჟუნა დუგლაძე, მარინე თბილელი, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი გეგეჩკორი, სანდრო ჟორჟოლიანი, გოჩა აბაშიძე და სხვები.
ოპერატორი: დმიტრი ფელდმანი
სცენარი: ალეკსანდრ ვიტენზონი (სანიშვილის მონაწილეობით)
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდე მამალაძე, ევგენი მაჭავარიანი, ტატიანა კრიმკოვსკაია
გამოსვლის თარიღები:
Georgia 1956 (Tbilisi)
Soviet Union 30 December 1956 (Tbilisi) (TV premiere)
Soviet Union 19 June 1957 (Moscow)
East Germany 20 June 1958
USA 12 December 1959 (New York City, New York)
ფილმი ასევე გადიოდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.
სინოფსისი:
ლია სამშენებლო ტრესტში მძღოლად მუშაობს. ის გამოცდილ მძღოლად ითვლება. მისი კმაყოფილი მაინც არავინაა. კარგი მძღოლია, მაგრამ მწარე ენის პატრონიაო, ასე ამბობენ მისი უფროსები. ...
29,3 მილიონი მაყურებლით ფილმმა გამოსვლისთანავე მოხსნა კინოთეატრებში დასწრების რეკორდები. და საბოლოო ჯამში 1957 წელს გავიდა მე-7 ადგილზე სსრკ-ს მაშტაბით. იხილეთ ბმული -
ЛИДЕРЫ ОТЕЧЕСТВЕННОГО КИНОПРОКАТА. კინოსტუდია "ქართული ფილმი" მაშინ საკმაოდ მძლავრი წარმოება იყო. იმავე წელს 31,2 მილიონი მაყურებლით ქონდა კიდევ ერთი რეკორდსმენი პროდუქცია -
ორი ოკეანის საიდუმლოება , რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. რომელმაც ასევე დაიკავა საკმაოდ მაღალი მე-6 ადგილი. საინტერესოა, რომ რეკორდსმენი საბჭოთა ფილმების ათეული იმ წელს დახურა ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის სახელგანთქმულმა რუსულმა ფილმა,
Летят журавли , ფილმს დაესწრო 28,3 მაყურებელი. საბჭოთა ფილმების შემოსავლიანობა წლების მიხედვით -
Лидеры проката по годам.
ფილმმა აბაზერამ გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება გამოიწვია მაყურებელში. განსაკუთრებით ქალთა შორის. იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში სუსტი სქესის 2/3 ჯერ კიდევ ჩადრით დადიოდა (რუსეთი ურალის გარშემო, შუა აზიის რესუბლიკები, მთელი კავკასია საქართველოს გამოკლებით). მათთვის უბრალო გოგონას დანახვა, რომელიც მანქანას დააგრიალებს და შარვლით დადის, ფრანგული რევოლუციის ტოლფასი იყო. ფილმი აბეზარა იქ დღესაც უვართ და ახსოვთ. ფილმი რეგულრულად გადაიცემა ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანაში.


ფილმი აბეზარას ნახვა შეიძლება ბმულებზე
RutrekerYoutube This post has been edited by Andy Warhol on 13 Apr 2015, 14:41