http://bet.goli.geგამარჯვებულები და პრიზები.
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ყოველთვიურად.
დაჯილდოვდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელები.
გამარჯვებულების გამოვლინებისთვის შეჯამდება კონკრეტულ თვეში ყველა ჩემპიონატში დაგროვებული ქულები.
პირველ ადგილი - 250 ლარი
მეორე ადგილი - 100 ლარი
მესამე ადგილი - 50 ლარი
ასევე, სეზონის ბოლოს დაჯილდოვდება, პირველი სამეული, ყველა შეყვანილ ჩემპიონატში დაგროვებული ქულების შეჯამებით.
პირველი ადგილი - ‘ელ კლასიკოზე’ დასასწრები 2 ბილეთი ან 3000 ლარი. სურვილისამებრ.
მეორე ადგილი - 1000 ლარი
მესამე ადგილი - 500 ლარი
ასევე, სეზონის ბოლოს, გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება, თითოეულ ჩემპიონატში დაგროვებული ქულების მიხედვით და შესაბამისი პრიზებით დაჯილდოება.
კონკრეტულად რა პრიზებით, ჯერ დადგენილი არ არის, უახლოეს მომავალში გაირკვევა პრზიების შესახებ და მაშინვე შეგატყობინებთ.
ჩემპიონატებს დაემატება საქართველოს უმაღლესი ლიგა, ასევე, ევრო 2012 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩები.
მთავარი პრინციპი უცვლელია.
თქვენ არ გიწევთ რაიმე სახის დეპოზიტის შევსება, ფულის შემოტანა და ა.შ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ავტომატურად გერიცხებათ იმდენი (პირობითად 1 ლარი), რამდენიც სათამაშოთაა საჭირო.
მატჩების და ფსონების გამოქვეყნება.
მატჩების და ფსონების გამოქვეყნება მოხდება ყოველდღიურად, კონკრეტულ დღეს გამოქვეყნდება, ამ დღეს გასამართი მატჩები შესაბამისი ფსონებით.
მატჩები და ფსონები გამოქვეყნდება არაუგვიანეს დღის 12:00 სთ-ისა.
ქულების დათვლის პრინციპი.
თუ თქვენ ვირტუალური 1 ლარი დადეთ გუნდზე, რომლის მოგებაზე ფსონიც არის 3.1, შედეგის სწორად გამოცნობის შემთხვევაში, თქვენი ქულა გაიზრდება 2.1 -ით, ანუ აკლდება ის ვირტუალური 1 ლარი რაც თქვენ სინამდვილეში ანგარიშზე არ გაქვთ, მაგრამ თამაში ამ 1 ლარიანით შეგიძლიათ.
ხოლო შედეგის არასწორად გამოცნობის შემთხვევაში, მოგაკლდებათ 1 ქულა.
პროგნოზის გაკეთება.
პროგნოზი კეთდება ფსონზე დაჭერით და ერთხელ დაჭერის შემთხვევაში მას ვეღარ შეცვლით
თქვენ არ ხართ ვალდებული ჩემპიონატის ერთ თამაშზე პროგნოზის გაკეთების შემდეგ, ამ ჩემპიონატის დანარჩენ თამაშებზეც გააკეთოთ პროგნოზი.
მხოლოდ, აუცილებელი პირობაა, რომ შეყვანილი ჩემპიონატების თამაშების მინიმუმ 50%-ზე გაკეთდეს ფსონი, ეს ეხება, როგორც, თვის მიხედვით გაკეთებულ პროგნოზებს, ასევე, სეზონის მიხედვითაც, გამარჯვებულების გამოსავლენად.
თქვენს პროფილში გამოჩნდება ახალი ველი, საიდანაც შეიტყობთ რამდენ %-ზე გაქვთ გაკეთებული პროგნოზი, თუ ეს ველი იქნება წითელი, ე.ი. საჭიროა, უფრო იაქტიუროთ და მეტ ტამაშზე გააკეთოთ პროგნოზი, თუ მწვანე, ე.ი. საკმარის თამაშებზე გაქვთ პროგნოზი გაკეთებული და დაუბრკოლებლად გადმოგეცემათ პრიზები!
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნებისთვის, წინადადებებისთვის და ა.შ. მოგვმართეთ აქ ---->
http://goli.ge/forum/index.php?showtopic=740დამატებით..
http://www.facebook.com/pages/BetGolige/153315161356782http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Geor...ge/122400685133