მაგალითებით უფრო ადვილი გასაგებია.
მაგალითი 1. ვთქვათ, 1 ფიცარი უძლებს 100 კგ. რამდენს გაუძლებს ორის ასეთი ფიცარი? 200 კგ–ს?

არა, გაცილებით მეტს, შეიძლება 250 კგ–საც კი. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ორი ფიცრის სინერგიას. ანუ სინერგიულად 1+1 > 2...
მაგალითი 2. ჭადრაკიდან. კუ=3 პაიკი, ეტლი=4,5 პაიკი, ლაზიერი = 9 პაიკი. არადა ლაზიერი ფუნქციონალურად ზუსტად არის ეტლი+კუ, მაგრამ ნაცვლად 3+4,5=7,5 პაიკისა, მისი ძალა 9 პაიკის ტოლია! ანუ ლაზიერი – სინერგიული ფიგურაა...
ზოგადად კი ჭადრაკში ძალიან ბევრია სინერგიის მაგალითი.
მაგალითი 3. ქალი + მამაკაცი. სიყვარულით შექმნილი ჰარმონიული ოჯახი – ეს სინერგიული ერთეულია, ჩნდებიან შვილები და ა.შ. აქაც 1+1>2...
მაგალითი 4. ფეხბურთელი და კლუბი. რონალდინიომ, რომელიც წვალობდა ფრანგულ კლუბში, ბარსელონაში მიაღწია კლუბთან სინერგიულ ერთიანობას, შედეგად ბარსელონამაც და რონალდიონომაც მიაღწია დიდ წარმატებებს.
მაგალითი 5. ხომ გინახავთ, რომ ხშირად ორი, სამი ადამიანი, ანუ ჯგუფი აღწევს გაცილებით მეტს, ვიდრე მიაღწევდა თითოეული ცალ–ცალკე აღებულის შედეგი რომ შეგვეჯამებინა. ასეთ დროს ხდება მათი სინერგიული გაერთიანება.
და ა.შ.
ზოგადად თავად სიცოცხლეც სინერგიული მოვლენაა... არსებობს მოგება–წაგების ტიპის აზროვნება, არსებობს კომპრომისიც (ორივე იგებს, მაგრამ ცოტ–ცოტას ორივე მხარე თმობს) მაგრამ არსებობს მოგება–მოგება ტიპის აზროვნებაც (მოქმედებაც). ცხოვრება სავსეა ამის მაგალითებით. ქართველი პოლიტიკოსების თავში კი ჯერ მხოლოდ მოგება–წაგება ან კომპრომისები ტრიალებს. სინერგიული პოლიტიკოსები პრაქტიკულად არ გვავს. გია მაისაშვილი ასწავლიდა სინერგიას ლიდერთა სკოლაში, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მერაბ კოსტავა იყო საკმაოდ სინერგიული პოლიტიკოსი...
სინერგიის ელემენტებს რამდენიმე სხვა პოლიტიკოსიც ავლენს, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია დღევანდელი საქართველოსთვის...