საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკის გამომწვევი მიზეზები, მათი არსი და რაობა ფსიქოანალიტიკოსებს მივანდოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
პირველ რიგში, მინდა მივულოცო ახალ მოდერატორებს საპატიო გეიმერულ-ცელოკრატიული პოსტების დაკავება, ვუსურვო მათ წარმატებები და, ტრადიცულად, გადადგომისკენ მოვუწოდო...
Hitmani
Caqtusგადადექით!

ოღონდ სანამ გადადგებით, ჯერ განყოფილებას მიხედეთ.

ახლა რაც შეეხება ჩემს პერსონას.
იანვრის ბოლოს საცხოვრებლად გადავდივარ სხვა ქვეყანაში (კერძოდ ლიტვაში) და ამ ეტაპზე დაკავებული ვარ ამ გადაბარგების მოსამზადებელი პროცესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვასწრო წლის ბოლომდე, დრო კი ცოტა მაქვს.
ეს პროცესი დასრულდება იანვრის დასაწყისში, რის შემდეგაც მშვიდად ვიჯდები ჩემოდნებზე და საკმარისი დრო მექნება ფორუმზე შემოსასვლელად.
საზღვარგარეთ გადაბარგება არანაირად არ იმოქმედებს ჩემს მოდერაციაზე, რამეთუ კომპიუტერი ყველგან არის და ინტერნეტიც.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ უწინდებურად ვეღარ შევძლებ ხოლმე თამაშების იმიჯების ატვირთვას ქართულ სერვერებზე ფორუმელთა თხოვნით. მაგრამ მაგას გადავიტანთ როგორმე.
აბა, ჩემო ხილფაფებო და ჯემებო, დროებით გემშვიდობებით. იანვრამდე პერიოდულად შემოვივლი ხოლმე, მაგრამ მოდერაციაზე ჯერჯერობით ბოდიში.
არის კითხვები?