ანუ რა ხდება: მაღაზია MASTERSPORT -ში ვიყიდე ველო ტრენაჟორი, მეორე დღესვე გაფუჭდა. გარანტიის საფუძველზე დავრეკე მაღაზიაში და დავტოვე შეტყობინება რემონტზე. 3 დღის განმავლობაში ვრეკე დღეში 2-3 ჯერ და ვახსენებდი რომ მოსულიყვნენ და შეეკეთებინათ. ისევ ამაო ლოდინი. მე-4 დღეს როგორც იქნა მობრძანდა ხელოსანი. დაშალა-ააწყო და გავაკეთეო დაიბარა და წავიდა. მე სამხასურიდან მივედი, შევამოწმე და უარესი ხმა ქონდა ჩემ საცოდავ ტრენაჟორს. ისევ რეკვები დავიწყე, გამიკეთეთ ტრენაჟორი 2 კვირაა რაც ვიყიდე და მხოლოდ 1 დღე გამოვიყენე, მე სავარჯისოდ მინდა ინტერიერის გასალამაზებლად კი არა მეთქი. ისევ ლოდინი, ისევ გავიდა 3-4 დღე. ისევ ვრეკავ დრეში რამდენჯერმე, გისმენენ რაც არ უნდა უთხარა და გამშვიდებენ მხოლოდ აუცილებლად გავაკეთებთო. მხოლოდ დაპირება. როდორც იქნა მე-5 დღეს ამოვიდა ღამე, მეთქი მეშველა, მაგრამ..... ახედა, დახედა, ამას ბარაბანი აქ გამოსაცვლელიო და 2 დღეში მოვალო, თუ ბარაბანი და ,,კლუჩები'' არ დააქ თან რაღა ხელოსანია.
* * *
http://mastersport.ge/?p=Mg==აი ესენიც. მაგარი ცუდი მომსახურებაა, ოღონდ უკვე ნაყიდი პროდუქციის შემდეგ. თან აქცია ქონდათ, თუ ტრენაჟორს იყიდი საჩუქარი გერგება. (სპორტულები, მაიკები და კიდევ რაღაცეები იყო) მე რომ არ შემემჩნია ეს გამოკრული ბანერი იქ, ხმას არ იღებდნენ კონსულტანტი გოგოები. იტყაპუნებენ საჩუქრებს.