#17866405 · 8 Feb 2010, 15:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაცია რამდენიმე ადგილას კეთდება და საკმაოდ წარმატებულადაც (უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, რესპულიკურ საავამყოფოში). რამდენადაც მახსოვს, ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ მას მთლიანად სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. დონორებს რაც შეეხება, ბოლომდე კარგად არ არის საქმე. დონორის ორი ტიპი არსებობს- ცოცხალი და გარდაცვლილი. საქართველოში ჯერ-ჯერობით გარდაცვლილი დონორების ორგანოების გამოყენების საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. ასე რომ, ვინმემ ნებაყოფლობით თუ არ დაგითმო თირკმელი, ვერაფერსაც ვერ გადაინერგავ (ჯვარი გწერია და ნუ დაგაჭირვოს გადანერგვა). როგორც წესი, ეს "ვინმე" ხშირად ნათესავია ხოლმე- დედა, მამა, და, ძმა, დეიდა და ა.შ, რადგან ნათესაობის შემთხვევაში თირკმლის თავსებადობის ალბათობა უფრო დიდია. ისედაც, ცოცხალი დონორის შემთხვევაში, გადანერგილი ორგანოს მუშაობის ხარისხი/ვადა უფრო მეტია, ვიდრე ახლად გარდაცვლილი დონორის შემთხვევაში. თუმცა, ჩემი პირადი აზრია, რომ ორგანოების სიმწირის გამო, დროა, გარდაცვლილი დონორების ინსტიტუტი საქართველოშიც ამუშავდეს. არის კიდევ კითხები?
--------------------
We just don't care
|