გილოცავთ ახალ თემას!

ესეც წინა თემები:
თუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებიროგორც შევთანხმდით აქ ვწერთ ზოგად ინფოს თუთიყუშების შესახებ, უფრო სწორად, ტალღისებრი თუთიყუშების შესახებ, რადგან აქ ძირითადად ეს ჯიშია გავრცელებული.
სხვა ჯიშებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი თანაფორუმელის ASTU-ს საიტზე:
ASTU-ს საიტიიმედია არ მიწყენს
მაშ ასე.
ტალღისებრი თუთიყუშიინგლისურად : Budgie (Budgerigar)

ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით თქვენი მეგობარი გახდება

ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს


სანამ იყიდით პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში მაშIნ ჯობია ორი მოიყვანოთ რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ,მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ რომ ასწავლოთ ლაპარაკი მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ.
ასაკის გარჩევა:ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.
ბარტყი
მოზრდილი
2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:

ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:

მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევასქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)

მამლების ცვლილოვანა ლურჯია,

ხოლო დედლების მოყავისფრო

ან თეთრ-ღია ცესფერი

მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ

ხოლო
დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
მაშ ასე
დედლები
და მამლები:
წყვილები
(მადლობა GOLLUM-ს სურათებისთვის

)
რაც შეეხება მოვლას.
ყოველდღე საჭიროა წყლის გამოცვლა. სასურველია დადგამი წყალი ესხას.
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige.
არასოდეს არ იყიდოთ Trill, რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის

)
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
ეჭმევათ: ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
არასოდეს არ აჭამოთმარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი

და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
მგონი სულ ესაა, თუ ვინმე რამეს დაამატებთ კარგი იქნება

ესეც ვოლი და მოლი
