#17886190 · 9 Feb 2010, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის მოქალაქეს ვიზა დაუმთავრდა. სანამ ვიზა დაუმთავრდებოდა შეიტანა განცხადება მოქალაქეობის მიღებაზე. მანდ კი უთხრეს რომ საქარტველოდან გასვლა არ შეიძლებაო სანამ პასუხი არ მოვაო. და მისცეს ცნობა რომ საბუთები ცაბარებული აქვს მოქალაქეობაზე.
სანამ მოქალაქეობაზე პასუხი მოვიდოდა, ვიზას ვადა გაუვიდა. ცოტა ხანში მოქალაქეობაზეც უარი მოვიდა. საჯარო რეესტრში გვითხრეს რომ საბინადრო მოწმობაზე შემოგვეტანა საბუთები, ოღონდ ვიზა უნდა გაგვეგრძელებინა. ანუ მოქალაქეს უნდა გადაეკვეთა საზღვარი, და ისევ უნდა შემოსულიყო საქართველოში და ვიზა ახლიდან უნდა აეღო.
ახლა რა მაინტერესებს:
1. ვიზას რომ ვადა აქვს გასული, საზღვრიდან გასვლისას რუსეთის მოქალაქეს ჯარიმა მაინც ექნება გადასახდელი? და რამდენი? იმ ცნობას, საბუთები რომ ჩაბარებული ჰქონდა მოქალაქეობის მინიჭბაზე, ვადა ჯერ არა აქვს გასული.
2. და თუ ექნება ჯარიმა გადასახდელი, რამდენი? და სად უნდა გადაიხადოს?
3. სავიზო რეჟიმი რომ დარღვეული აქვს, რამე პრობლემა ხომ არ ექნება საქართველოს ვიზის ახლიდან აღებისას?
4. იმისათვის რომ საზღვარი გადაკვეთოს და ახლიდან შემოვიდეს საქართველოში, საკმარისია თუ არა რომ გადაკვეთოს საზღვარი, დაარტყას "კრუგი და ნახევარ საათში ისევ შემოვიდეს? თუ რამოდენიმე ხანი უნდა იყოს საქართველოს საზღვარ გარე ტერიტორიაზე?
5. საზღვრის გადაკვეთად ჩაითვლება თუ არა აზერბაიჟანში რომ გადავიდეს წითელ ხიდზე და უკანვე დაბრუნდეს.
ან ხომ ვერ მეტყვით რომელ სახელმწიფო სტრუქტურას უნდა მივმართო ამ ყველაფრის გასარკვევად?
წინასწარ გიხდით მადლობას.
--------------------
შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ^_^
|