#18095606 · 21 Feb 2010, 04:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობაში მეგონა ხოლმე რომ ვინც მორწმუნე არ იყო საშიში პიროვნება იყო (მაშინ პიროვნება რა იყო არც ვიცოდი)
მერე სადღაც სკოლის პერიოდშიც ასე შემასწავლეს რომ რწმენადაკარგული ადამიანი ძალიან საშიშიაო.
ახლა რომ ვუყურებ რაჩაც მოვლენებს ვფიქრობ : რამე მკრეხელურის თქმის შემთხვევაში (ქრისტიანობაზე) უკან ვიხევთ მაინც, ჯვარზე გაკვრის, ჩაქოლვის, ცემის, გინების და ა.შ. ყოველგვარი იმ შიშით რასაც ტავის დროზე ქრისტიანები განიცდიდნენ.. "რელიგიური" ხალხი კი უფრო თამამი, გამბედავი და არჩევანში თავისუფალიც კია ხოლმე, ხშირად მხოლოდ ჩანს. მაგრამ მე თუ ვარ აგნოსტიკი, არ შემიძლია ჩემი ღმერთის ძიების გამო მღვდელს დავუსვა კითხვა, რომელიც მაინტერესებს, რადგან მასში ზედმეტად დიდი ცნობისმოყვარეობა დევს და მეც შეიძლება პრობლემები შემექმნას.
პირადად მე მქონია შეხება სამსახურთან დაკავშირებით როგორ მალავდნენ თანამშრომლები რომ არ იყვნენ მორწმუნეები, თორემ სამსახურიდანაც კი გაუშვებდნენ.
ახლა თქვენ ამას შეიძლება სწრაფად კითხულობდეთ, მაგრამ მე ახლა ნელი ტონით ვწერ და რადგან უკვე თენდება აზრებს კარგადაც ვერ ვაყალიბებ.
კიდე აგორაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ ეგ მერე, რომ დავბრუნდები. საინტერესო თემაა. ბილ მაჰერის ფილმში "Religulous" ბევრი აქვს ნალაპარაკები ზოგადად რელიგიურ საშიშროებაზე კაცობრიობისათვის.
ამის საწინააღმდეგო აზრებიც ბევრი მაქვს, მაგრამ მეძინება
--------------------
12345678910
|