მოგესალმებითდღეს გაიხნა პროექტი "ფულის შოვნა ინტერნეტით " , რომელიც წარსულში გაშვებული გვქონდა სატესტო რეჟიმში და შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში დავხურეთ ეს პროექტი . ამ დროის განმავლობაში მოხდა დატესტვა და პარტნიორი პორტალების მოძიება , ასევე შეიცვალა "MyGroup" ის ადმინისტრაცია . მოხდა საიტის განახლებაც და ოდნავ დაიხვეწა დიზაინიც.
როგორც ავღნიშნე პროექტი დღეს გაეშვა და შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი სახის შეკითხვა პროექტთან დაკავშირებით და ხვალიდან უკვე შეგეძლებათ დასაქმება და ფულის შოვნა ინტერნეტით .
ახლა გაიგეთ ინფორმაცია პროექტის შესახებპროექტის შესახებ იდეა გაჩნდა : 2009 წლის ზაფხულში
პროექტის იდეის ავტორი : MeNo
პროექტის დახვეწას და მისი ვებსაიტის შექმნას დასჭირდა : 6 თვე
პროექტი პირველად გაეშვა : 1 დეკემბერს
პროექტი დაიხურა : 29 დეკემბერს
საიტიდომეინი :
http://Fulis-shovna.com [ რეგისტრატორი Emoney ]
ჰოსთინგი : Ucoz (ჯერ-ჯერობით უფასო , ცოტა ხანში ფასიანი Ucoz ჰოსთინგი , რამოდენიმე თვეში - საკუთარი სერვერი)
ჰოსთინგის მონაცემები : ვებ-სივრცე - 800 MB
კოლოკაცია : უცხოეთში
ტრაფიკი : 1 TB თვეში
პროვაიდერებთან თავსებადობა : საიტი სწრაფად იხსნება ყველა პროვაიდერთან გარდა : Magtifix, Maximal , UTG [15 ლარიანი]
ჰოსთინგის ღირებულება : უფასო
დიზაინი : Ucoz-ის სტანდარტული დიზაინი , რომელიც გადაკეთებულია ძირფესვიანად , დიზაინი არ არის ძალიან გადატვირთული , სავარაუდო შეფასება დიზიანის 1 ქულა 10 იდან . (მომავალში ვებსტუდია დაგვიმზადებს დიზაინს) .
საიტი აწყობილია HTML ში (როგორც ყველა ucoz) , რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ პატარ-პატარა ჰაცკერები ვერაფერს დააკლებენ საიტს .
ძრავი : გადაკეთებული(ნაწილობრივ) Ucoz-ის სამართავი პანელი .
პროექტის სპონსორიპროექტი არის "MyGroup" ის საკუთრება , მას ჯერ-ჯერობით სხვა სპონსორი არ ყავს (სპონსორი არ ნიშნავს პარტნიორს) , უახლოეს მომავალში სპონსორის მოძებნა არ იგეგმება
MyGroupეს გახლავთ ინტერნეტ ჯგუფი , რომელიც ოფიციალურად არ არსებობს (ანუ არ გააჩნია რაიმე სტატუსი : მაგ: "შპს" "სს" ან სხვა)
ჯგუფში გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამინი . სულ 10 წევრი ყავს ჯგუფს , ამ ფორუმზე 10 წევრიდან მხოლოდ 5 წევრი ,
MeNoErekle_var_RatrashgraverSkinheadaMyGroup გეგმავს უამრავი საინტერესო პროექტის გაშვებას , ეს მხოლოდ დასაწყისია .
პროექტის მნიშვნელობა ჯინეტისთვისდღესდღეისობით საქართველოში კომერცია ძირითადად უცხოურ საიტებზეა გადასული , თითქმის არ არსებობს ქართული პროექტები რომლებიდანაც შეიძლება თანხის შოვნა .
ცხადია ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჯინეტში კომერციის დანერგვა , ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტით მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ელექტრონული კომერციის გამოსწორებაში და განვითარებაში , რაც მემგონი კარგი იქნება ორივე მხარესათვის .
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი პროექტის საშუალებით მომხმარებლები შოულობენ თანხას ინტერნეტით , მაგრამ ეს ხდება მაინც უცხოური საიტებიდან , თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების მხოლოდ 2-3% მა იცის ფულის შოვნა ინტერნეტით , დანარჩენ 97% - ს ჩვენ ვასწავლით ფულის შოვნას , საიტი ქართულენოვანია რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაუადვილებს ამ სფეროს შესწავლას .
ჩვენ შემოვიღეთ ეგრეთწოდებული "პაკეტები" , რომ გავაადვილოთ მუშაობა . სულ 3 პაკეტია , ჯერ უნდა ამოიწუროს პირველი ანუ "A" პაკეტის რაოდენობა "საწყობში" რომ მომხმარებელმა "B" პაკეტზე , ხოლო შემდგომ "C" პაკეტზე გადასვლა შეძლოს.
ინფორმაცია პაკეტებზეპაკეტი "A"
თანხა : 100 ლარი
მუშაობის ვადა : 2 კვირა
სამუშაო დღიურად : 3 საათი
დაქვითვა : 10% (10 ლარი)
გადახდა : Emoney , Webmoney , Visa , Paypal , Alertpay
პაკეტის რაოდენობა : 1 , 000 , 000 ცალი
პაკეტი "B"
თანხა : 300 ლარი
მუშაობის ვადა : 3 კვირა
სამუშაო დღიურად : 3 საათი
დაქვითვა : 10% (30 ლარი)
გადახდა : Emoney , Webmoney , Visa , Paypal , Alertpay
პაკეტის რაოდენობა : 100 , 000 ცალი
პაკეტი "C"
თანხა : 1000 ლარი
მუშაობის ვადა : 2 თვე
სამუშაო დღიურად : 4 საათი
დაქვითვა : 10% (100 ლარი)
გადახდა : Emoney , Webmoney , Visa , Paypal , Alertpay
პაკეტის რაოდენობა 50, 000 ცალი
პროექტი გათვლილია : 50 , 000 კაცზეხ.დ.კ (ხშირად დასმული კითხვები)
1 . თანხას თქვენ გვაძლევთ ?
პასუხი : არა თანხას იღებთ ჩვენი პარტნიორი უცხოური საიტებიდან .
2 . დაქვითვა რომ არ გავიარო და 10% არ გადავიხადო ამით მე რა მომივა ?
პასუხი : როგორც ავღნიშნეთ ჩვენ გვყავს პარტნიორი საიტები , თუ არ გადაიხდით თანხას მოსალოდნელია დაიბლოკოს თქვენი ანგარიში ან გამოვიყენებთ სხვა ზომებს
3 . ეს დაქვითვა ოფიციალურად ხდება?
პასუხი : არა არ ხდება ოფიციალურად , ეს არის ადმინისტრაციის მოგება
4 . სადმე უნდა მივიდე და იქ უნდა ვიმუშავო ?
პასუხი : არა , სახლიდან გაუსვლელად უნდა იმუშავოთ , ინტერნეტით
5 . რაიმე პროგრამულ ცოდნას მოითხოვს ეს სამუშაო ?
პასუხი : არა , ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს ამის გაკეთებას .
6 . თუ ამხელა პროექტია უცოზი რატომ გაქვთ ?
პასუხი : ჰოსთინგი უახლოეს მომავალში შეიცვლება და გაკეთდება უფრო მრავალფუნქციონალური საიტი , ჯერ-ჯერობით ჩვენი მწირი ცოდნის გამო ვებ-დეველოპმენტში , უცოზ ერთადერთი გზაა (დაცულია საკმაოდ).
7. თუ 2 კვირაში ვერ ვიშოვე თანხა , ეგ თანხა მეკარგება ?
პასუხი : არა რა თქმა უნდა , 2 კვირა არის ის დრო როცა ჩვენ გარანტიას გაძლევთ რომ იშოვით ფულს ( თუ იმუშავებთ 3 საათი დღეში)
8. თუ უფრო ადრე ვიშოვე მაინც გამოვიტან ?
პასუხი : დიახ რა თქმა უნდა .
9. მაჩვენეთ საბუთი სადაცაა გაფორმებული ხელშეკრულება უცხოურ საიტებთან და საერთოდ მე ისეც შემიძლია ამ თანხის შოვნა რომ 10% არავინ მომთხოვს და რატომ უნდა ვიშოვო თქვენთან ?
პასუხი : სხვაგან ვერ იშოვით იმდენს , რამდენსაც იშოვით ჩვენთან , ჩვენ გვყავს პარტნიორი საიტები საიდანაც ფულს შოულობთ , ხელშეკრულება გაფორმებულია ინტერნეტის საშუალებით და ვაჩვენებთ მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს , საჭიროების შემთხვევაში .
10 . ძალიან კარგი ყველაფერი გასაგებია , მაინტერესებს რა გზით იშოვება ფული და ვის მივმართო ?
პასუხი : ფული იშოვება (bux,serfing,file-upload , captcha) , გააჩნია რომელ პაკეტს იყენებთ , ჩვენ გვაქვს საკმაოდ დახვეწილი Support ფორმა
11. დღეში 3 საათი თუარ ვიმუშავე ფულს ვერ ვიშოვი?
მუშაობის დრო განსზაზღვრული არ არის უბრალოდ 3 საათი მუშაობით თქვენ 2 კვირაში თქვენ იშოვით 100 ლარს ხოლო თანხა რომელსაც თქვენ იშოვით პირდაპირპროპორციულია მუშაობის რომელსაც თქვენ გაწევთ. შესაბამისად თუ იმუშავებთ 1 საათი დღეში ფულს იშოვით მაგრამ ამას ბევრად უფრო დიდი დრო დაჭირდება
12. ამ 3 საათ მუშაობაში რა იგულისხმება?
3 საათის განმავლობაში უნდა იჯდეთ კომპიუტერზე და უნდა შეასრულოდ სხვადასხვა სახის მარტივი სამუშაო ( დააკლიკო ტექსტურ რეკლამებს (bux) და შეიყვანო უსაფრთხოების კოდები (captcha) )
13. ეს 3 საათი აუცილებლად გადაბმულად უნდა ვიმუშავო?
არა, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ შესვენებებით ან გარკვეული ინტერვალით მთავარია სამუშაო შეასრულოთ
14. საიდან უნდა გავიგო რამდენი მაქვს გამომუშავებული?
ყოველ 2 დღეში ერთხელ თითოეულ იუზერს აქვს უფლება დაურეკოს ჩვენ ოპერატორს და გაიგოს მისი ბალანსი .
ოპერატორს ხელთ აქვს ნებისმიერი მომუშავის ბალანსი რომელიც ზუსტია 99% ით (1% ია ცდომილება)
15. იმ საიტებმა როარ გადაიხადონ ფული სადაც ვმუშაობთ რა ვქნათ?
სპონსორი საიტების უმრავლესობასთან გვაქვს შეთანხმება დადებული თანაც მაგ საიტების უმრავლესობა არის იურიდიულად დარეგისტრირებული ფირმები მსოფლიო მაშტაბით რომლებიც იხდიან საშემოსავლოს და სხვა გადასახადებს რაც მათ "გაპაპსებას" თითქმის არარეალურს ხხდის
საკონტაქტო ინფორმაცია1) Skype-ს ოპერატორთან - რომელიც თითქმის მთელი დღე ონლაინშია
2 ) Email , სადაც 12 საათში მაქსიმუმ გიპასუხებენ
3) Livesupport , პროგრამით რომელიც ჩვენ ვებსაიტზეა განთავსებული
4) Voip-ის ტელეფონით , ოპერატორი მთელი დღე მზადაა გიპასუხოთ (ჯერ მხოლოდ 2 ოპერატორი გვყავს)
იმედია ყველაფერი გაარკვიეთ , პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია .
დასვით შეკითხვა და გაგცემთ პასუხს , ასევე შეაფასეთ ეს ნაშრომი
მიიღება ყველნაირი კრიტიკა/იდეა/შეფასება
თუ საიტზე აღმოაჩენთ რაიმე ექსესს გთხოვთ დაწერეთ!
საიტის ლინკი: http://fulis-shovna.com/გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში და ინტერნეტ ბიზნესში!
This post has been edited by Erekle_var_Ra on 21 Feb 2010, 16:48