#18682769 · 25 Mar 2010, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთაწმინდაზე ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი გაკეთდება 17:12 - 25.03.2010 მთაწმინდაზე ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი გაკეთდება. "ნოვოსტი გრუზიას" ინფორმაციით, ამის შესახებ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა. საფლავზე მხატვარ გია გურასპაშვილის მიერ შექმნილი ფრესკა დაიდგმება, რომელზეც ფიროსმანი იქნება გამოსახული. მემორიალის გახსნა 7 აპრილისთვის იგეგმება. როგორც ცნობილია, მთაწმინდის პანთეონში უკვე არსებობს მწერალ ივანე მაჩაბელის სიმბოლური საფლავი. მომავალში ასევე იგეგმება 1937 წლის რეპრესიების დროს დაღუპულ კულტურის მოღვაწეთა მემორიალის შექმნა. ნიკო ფიროსმანი 1918 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა. მისი საფლავის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. ფიროსმანმა აღიარება გარდაცვალების შემდეგ ჰპოვა. მისი ნამუშევრების უმრავლესობა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
--------------------
________________________ ___|____|_პოლ|___|____|__ _|____| არ დაბერდე|____|____| ___|____|___|____|____|__
|