BMW Club Georgia - იწყებს მზადებას კლუბის განახლებული სტრუქტურით წარდგენისთვის!
ამასთან დაკავშირებით კლუბში იწყება საწევროებიდან დაწყებული ფასდაკლებით და ღონისძიებებით დამთავრებული....
შაბათს (13 მარტს) მოხდება კლუბის წევრების მიღება/ოფიციალური დამტკიცება! ამჟამინდელი წევრებისთვის გაწევრიანების თანხა არის 50 GEL
ამ 50 GEL-ში შედის:
1) საწევრო აპრილის თვის
2) კარტინგის ჩემპიონატი (შაბათს დღის პირველ ნახევარში - საათი დგინდება) მოხდება გადაღება "საიმედო ავტოში"
3) ფოტოსესია - კვირას, დილიდან (იმედია ამინდი გაგვიმართლებს) მოხდება გადაღება "საიმედო ავტოში"
4) კლუბის წევრობის ბაჯი (Badge) სერიული ნომრით, რომლითაც წევრი შეძლებს ისარგებლოს ფასდაკლებებით ბევრ დაწესებულებაში
ეს თანხა (რაც დარჩება / ან თუ დარჩა საერთოდ : ) მოხმარდება მზადებას აპრილის გახსნისთვის!
ყოველი შემდეგი თვის
გადასახადი იქნება 30 GEL, ხოლო ახალი წევრისთვის კლუბში
გაწევრიანება იქნება 80-100 GEL (ხარჯის მიხედვით) რაშიც შევა ყველა ის აქსესუარი თუ საჭირო ატრიბუტიკა რაც კლუბის წევრს დასჭირდება!
უმანქანო ადამიანს შეუძლია ასევე გაწევრიანება... ამჟამინდელი წევრებისთვის 30 GEL ხოლო შემდგომ თვიური გადასახადი იქნება ნახევარი ანუ 15 GEL... ამ პაკეტში არ შედის ფასდაკლებები მანქანებთან დაკავშირებით!
უმანქანო / სხვა მარკის მფლობელ ადამიანს შეუძლია აიღოს სრული (30 GEL) პაკეტი ოღონდ ეს პაკეტი იმოქმედებს მხოლოდ 1 მინიშნებულ მანქანაზე (მაგალითად ოჯახის მანქანა) რაც გატარდება ჩვენი კლუბის ბაზაში... ეს მანქანა არ ჩაითვლება კლუბის მანქანად, ვერ დაიკრავს კლუბის სტიკერს და ვერ მიიღებს მონაწილეობას ავტო ღონისძიებებში!
კლუბის წევრობა თითოეულ მომხმარებელს მისცემს ფასდაკლებების, ღონისძიებებში უფასოდ მონაწილეობის / ან შეღავათიან ფასში და ყველა სხვა სპორტულ შეჯიბრსა თუ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უფლებას! არაკლუბის წევრი (მიუხედავად ძმაკაცობისა თუ დედმამიშვილობისა) იგივე სტატუსით და შეღავათებით რა თქმა უნდა ვერ ისარგებლებენ...
ორშაბათს, 8 მარტს (ქალთა დღეს) კლუბ Night Office-ში ჩამოდიან იტალიელი DJ-ები რისი პარტნიორიც არის BCG - ორშაბათს საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით სააკაძეზე და გვექნება პატარა მსვლელობა, რის შემდეგაც 22:00-ზე Night Office-ის ავტოსადგომზე მოეწყობა პატარა სანახაობა ჩვენი კლუბელების მიერ... კლუბის წევრებისთვის შესვლა - 10 GEL გოგო, 15 GEL ბიჭი... (ოფიციალური ტარიფი 40-50 GEL) ვისაც სურს შემოსვლა წინასწარ უნდა შეუთანხმდეს BCG-ს ადმინისტრაციას სტიკერების ასაღებად და სიაში ჩასასმელად!
აპრილის თვეში იგეგმება:1) საიტის + ფორუმის გახსნა
2) შიდა განაწესის წარდგენა
3) ფასდაკლებების ბარათის სრული სახით წარდგენა
4) საწევროს გადახდის მოქნილი სისტემა
5) რუსთავის, გორის და სხვა ქალაქებში ფილიალების შექმნა...
6) შოუ რომელიც მიეძღვნება კლუბის ოფიციალურ წარდგენას დედაქალაქისთვის! (სერიოზულად მიდის მუშაობა ამ საკითხზე)
ყველა ადამიანს ვისაც სურს კლუბში გაწევრიანება და ჩვენი თანადგომა შეუძლია ჩაერთოს ამ ღონისძიებებში, რა თქმა უნდა BCG-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით...
გილოცავთ კლუბის ახალ ეტაპს და წარმატებები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!/// BMW Club Georgia-ს ადმინისტრაცია... This post has been edited by GT_714 on 7 Mar 2010, 00:52