მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქნება თუ სსიპ, მთავარია რაც ევალება, კარგად გააკეთოს. თუმცა
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანების განსახორციელებლად ("მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონი) და
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში ("სსიპ-ის შესახებ" კანონი)
აქედან გამომდინარე, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ