#17916285 · 11 Feb 2010, 11:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიწყეთ ალბათ პროკრომანიონელით და პრონეანდერტალელით, მერე, დიდი ხნის შემდეგ, ალბათ პროეგვიპტიურობით და პროშუმერობით. მერე პრორომიმპერიით, პრობიზანტიურობით და პროსპარსელობით. იყო დრო, როცა პროთურქებიც ვიყავით და პროირანელებიც. მერე გავხდით პრორუსები, გავიდა დრო და მოვიდა ხალი პროევროპელობისა და პროამერიკელობის.
ერთი კითხვა მაქვს, როდის მოვა დრო პროქართველობის? მაგალითიც გვაქვს ამისი, დიდი დავით მეფე, პროქართველი მეფე, რომელიც სხვის იმედზე არ იყო და თავის თავს და თავის ხალხს ზრდიდა, წრთვნიდა და სიძნელეების გადალახვას ასწავლიდა. მაშინ დაიწყო ქართული სახელმწიფოს აღმასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც დავით მეფემ მოახერხა ბოლომდე ამოეშალა ჩვენში პრო-ს მოთხოვნილება.
ძნელია საუკუნეების მანძილზე ჩაშენებული მენტალიტეტის შეცვლა, მაგრამ თუ გვინდა რომ ადრე თუ გვიან რომელიმე სხვა პრო-ქართული სახელმწიფო გამოჩნდეს, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს შენება უნდა დავიწყოთ, ყოველგვარი პრო-ს გარეშე. ამჟამად რა მდგომარეობაცაა საქართველოში, ეს უმეტესწილად ჩვენი მენტალიტეტის და ჩვენი უაზრო, უსაფუძვლო ამპარტავნობის ბრალია.
თავიდან იმითი უნდა დავიწყოთ, რომ უნდა ვაღაიროთ, რომ განვითარებით, განათლებით, სამშობლოს სიყვარულით და მორალურადაც ჩამოვრჩებით თუნდაც იგივე უკრაინელებს (რუსებს შეგნებულად არ ვამბობ), რომ კავკასიაში მეზობლებთან დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობა (რუსებს არ ვგულისხმობ),ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთან ჩამოსულ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ცოლს ტრაკზე არ უნდა ვუჩქმიტოთ. დავივიწყოთ რომ ვინმე დაგვეხმარება-გვიშველის გასაჭირში. სუსტი ყველას კიდია, მსოფლიო ისეა მოწყობილი, არავის არ უნდა დამარცხებულის მხარეს ყოფნა. პრეფერენციებს მხოლოდ გამარჯვება იძლევა. უნდა შევცვალოთ ჩვენი მენტალიტეტი, აღვადგინოთ ის კარგი თვისებები, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ამას ახალი მივუმატოთ. პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ ბავშვებს სამშობლოს, სიმართლის, სამართლიანობის, ვაჟკაცობის, სწავლის, კითხვის, ახლის აღმოჩენის, წინსვლის და გამოუცნობის შეცნობის სიყვარული. ეს და სხვა მრავალი მხოლოდ საფუძველია ქართული სახელმწიფოს შენობის. თუ ამას არ დავიწყებთ, ისევ პრო- იქნება ჩვენი მომავალი. ასე კი თანამედროვე, გახსნილ სამყაროში დიდხანს ვეღარ გავძლებთ. აქამდე მხოლოდ იმიტომ მოვედით, რომ ფაქტიურად შუასაუკუნეებში იზოლაციაში ვიყავით.
|