კომპანია Bolett commercial ltd ეძებს ახალ თანამშრომლებს გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე როგორც ინგლისურენოვან ასევე გერმანულენოვან განყოფილებებში.
გერმანული განყოფილება:
სამუშაო დრო -
14:30 - 23:00
სამუშაო დღეები:
ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
+ ყოველი მეორე-მესამე შაბათი აუცილებელია, დანარჩენი შაბათები სურვილის მიხედვით.
მოთხოვნა:
1.გერმანული (აუცილებელია პრაკტიკა გერმანულენოვან ქვეყანაში)
2. კომპიუტერი მომხმარებლის დონეზე
3. კრეატიულობა
4. პუნქტუალობა
ინგლისური განყოფილება:
სამუშაო დრო -
18:30 - 02:00
სამუშაო დღეები:
ორშაბათი - შაბათი
ყოველ კვირაში გექნებთ ერთი თავისუფალი დღIს აღების საშუალება.
მოთხოვნები:
1. ინგლისური
2. კომპიუტერი მომხმარებლის დონეზე
3. კრეატიულობა
4. პუნქტუალობა
სამუშაო დღის დასრულების მერე მოგაკითხავთ მარშრუტკა და მიგიყვანთ სახლში თბილისის ფარგლებში.
ხელფასს რაც შეეხება სხვა მსგავსი სამსახურებისგან განსხვავებით ჩვენთან არის ფიქსირებული ხელფასიც, რომელიც შეადგენს საშუალოდ 300-400 ლარს სამუშაო დღეების რაოდენობის მიხედვით. თუმცა ამ ხელფასზე არავინ გამუშავებთ.
ძირითადი ანაზღაურება არის ბონუსი, რომელიც რეალურია და უკეთ აგიხსნით გასაუბრებაზე.
ეტაპები:
1.აგზავნით CV - ს ელექტრონულ ფოსტაზე : alex@bolet.ge
მეილის subject - ში აუცილებლად წერთ
english telemarketer ან german telemarketer
CV შეგიძლიათ შეადგინოთ ქართულ ენაზე.
ჩვენ განვიხილავთ თქვენს CV-ს, დაგიკავშირდებით მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში და დაგიბარებთ გასაუბრებაზე.
2. საერთო გასაუბრებაზე აგიხსნით სამუშაოს სპეციფიკას, პირობებს - ამ ეტაპზე თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას გიღირთ თუ არა დარჩეთ პირად გასაუბრებაზე.
3. შემდგომ ეტაპზე გაგესაუბრებით ცალ-ცალკე, თითოეულ ადამიანს პირისპირ შესაბამისად ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.
4. შემდგომი 1 კვირის განმავლობაშI მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაშI დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ ტრეინინგის დაწყების თარიღს,
5. ტრეინინგი არის უფასო და გრძელდება 10-14 დღე.
შეგასწავლით როგორც პროდუკტის სპეციფიკას, ასევე გაყიდვების ტექნიკას, კლიენტის ფსიქოლოგიას, გაყიდვების მენეჯმენტს, ტრეინინგზე ყოველდღიურად გამოცდილი თანამშრომლები გაგიზიარებენ გამოცდილებას.
ტრეინინგი ჩვენთან არის უფასო.
6. ტრეინინგის თეორიული მხარის დასრულებისთანავე იქნება პირველი გაცხრილვა - მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და დაგიბარებთ შემდეგ ეტპაზე, რომელიც არის უკვე პრაკტიკული მხარე და გრძელდება 1, მაქსიმუმ 2 კვირა.
7. პრაკტიკული 2 კვირის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ შრომით ხელშეკრულებას.
ან თუ თქვენ არ იქნებით კარგი კადრი და რა თქმა უნდა ამას თქვენით ვერ მიხვდებით (რაც ძირითადად არ ხდება ხოლმე ასე), ჩვენ მადლობას გეტყვით თანამშრომლობისთვის და ჩვენთან შეძენილი ცოდნით გაგიშვებთ სახლში + გისურვებთ წარმატებას

8. თქვენ მუშაობთ ბოლეტში და აკეთებთ ბევრ ფულს, გყავთ ბევრი კარგი ახალი მეგობარი, ერთობით, ცხოვრობთ და მუშაობთ ჩევნთან

შენიშვნები:
1. ტრეინინგზე სერტიფიკატი არ გაიცემა და მარტო მაგისთვის ნუ მოხვალთ გასაუბრებაზე .
2. თუ ენა არ იცით კარგად - ნუ შეწუხდებით გასაუბრებაზე მოსვლით და ოფისის დათვალიერებით

3.ოფისი მდებარეობს ყიფშიძის ქუჩაზე.
4.თუ თქვენ უბრალოდ "სადმე" გინდათ მუშაობა, და მთავარი არაა ხელფასი, "ოღონდ ვმუშაობდე" პრინციპით ეს ის ადგილი არაა, ნახვამდის .
5. გაითვალისწინეთ რომ თქვენ უნდა იმუშაოთ კვირაში 5-6 დღე, დღეში 8 - 9 საათი და 3 პატარა პაუზის გარდა თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული თქვენს სამსახურზე, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და პასუხისმგებლობას რის საპასუხდოაც თქვენ მიიღებთ საქართველოში ყველაზე კარგ ანაზღაურებას, ძალიან კარგ და მეგობრულ გარემოს, შეიძენთ ახალ მეგობრებს...
6. გაბოროტებულ ადამიანებს, ვინც ადრე არ მივიღეთ და ბრაზობენ, ვთხოვთ დატოვონ თემა

დიდი შანსია რომ ბევრი კითხვა იქნება კიდევ, ასე რომ გელოდებით

+ PM მე ან Lex
+ ზოგადად www.bolet.ge
წარმატებები
This post has been edited by Tak on 11 Feb 2010, 23:38
Whether you think you can or you can't - you're right.