ტაილანდი პოლიტიკურ ქაოსში დიდი ხანია იმყოფება, მაგრამ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი - თაკსინ შინავატრა მოვიდა ხელისუფლებაში 2001 წელს. თაკსინმა მიიღო რამოდენიმე პოპულისტური გადაწყვეტილება, რითიც დაიმსახურა ღარიბი, გარეუბნების და რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერა.
ასეთი გადაწყვეტილებები იყო:
- განათლების რეფორმა - სკოლის დეცენტრალიზება
- ჯანდაცვის რეფორმა - უნივერსალური ჯანდაცვის სუბსიდირება და იაფი წვდომა სხვადასხვა იშვიათ წამლებთან
- ენერგეტიკული რეფორმა - განახლებადი ენერგიის წახალისება და ა.შ.
მისი მზარდი ძალაუფლება, ძალიან აშფოთებდა ტაილანდის ელიტას, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი გავლენა ნელ-ნელა მცირდებოდა. თაკსინის წინააღგმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა ბრალდებები, როგორიც იყო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა - რამოდენიმე ტელევიზიის დახურვით. ელიტა შეწუხებული იყო ასევე მისი კორუფციონერობით და ნარკოტიკების წინააღგმდეგ ხისტი ბრძოლით. მას ასევე აკრიტიკებდნენ მკაცრი პასუხისთვის, რომელიც სამხრეთში გაბატონებულ მუსულმანურ ძალადობას მოყვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად თაკსინი 2005 წელს კვლავ აირჩიეს.
2006 წლის იანვარში, მას მერე რაც ახალი "ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონი" შევიდა ძალაში, თაკსინის ოჯახმა გაყიდა "შინ კორპორეიშენი" ანუ ყველაზე დიდი სამაუწყებლო კომპანია ტაილანდში - "თემასეკ ჰოლდინგზე" და მიიღო ამ გარიგებით 2 მილიარდ დოლარამდე, რაც გახდა საყრდენი წერტილი ოპოზიციის გამოსვლებისთვის.
პირველი გამოსვლა, 40 000 - 50 000 ადამიანისა, 4 თებერვალს მოხდა, ესენი იყვნენ ძირითადად ქალაქის მკვიდრნი, ე.წ. ელიტის წარმომადგენლები. გამოსვლები განსაკუთრებით გახურდა 2006 წლის აპრილის არჩევნებისთვის. დაიგეგმა ბუნტი.
თასკინმა ეს არჩევნებიც მოიგო, მაგრამ შედეგების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა, ეს გამოიყენა ოპოზიციამ და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი საჯარისო შენაერთებით შეიჭრა ბანგკოკში, მათ მხოლოდ მცირე წინააღგმდეგობა შეხვდათ და 20 სექტემბრის დილას უკვე მთავრობის სახლთან იდგნენ ტანკებით და ტყვიამფრქვევებით.
სწორედ ამ მოვლენებმა წარმოშვა ის დაპირისპირება, რამაც ტაილანდი დღემდე მოიყვანა, "ყვითელ მაისურებიანები" არიან მეფის და ელიტის წარმომადგენელ-მხარდამჭერები (ტრადიციული, დემოკრატიული პარტია), ხოლო თასკინის მხარდამჭერებმა (ეროვნული, გაერთიანებული დემოკრატიის ფრონტი, დიქტატის წინააღგმდეგ) აირჩიეს "წითელი მაისურები" იმიტომ რომ განსხვავებული ყოფილიყვნენ მათგან.
"წითელ მაისურებიანებმა" მოაწყვეს თასკინის მხარდასაჭერი აქციები 2009 წელს, მარტიდან აპრილამდე, 100 000 ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ამ მიტინგებზე, უმრავლესობა მათგანი რეგიონებიდან ჩამოვიდა დედაქალაქში, მათ "ყვითელი მაისურებიანების" მხარდაჭერებისგან ანუ ჯარისკაცებისგან დიდი წინააღგმდეგობა შეხვდათ, მიტინგი დაშალეს ცრელმსადენი გაზით, ფუჭი და ნამდვილი ტყვიებითაც კი.
2010 წელს კი პროტესტის ტალღა ახლიდან დაიძრა, როდესაც თასკინს ჩამოართვეს ქონება "გაუმართლებელი სიმდიდრის" მოტივით, თასკინი გასამართლებული იქნა და დამნაშავედ მიიჩნიეს 5 ბრალიდან - 4 ში, მათ შორის, კორუფციაში და ჩამოერთვა 46 მილიარდ ტაილანურ ბახტზე მეტი ღირებულების ქონება. მთავრობა ელოდებოდა მყისიერ გამოსვლებს, რაც არ მოხდა, ამის მაგივრად წითელ მაისურიანებმა დაგეგმეს დიდი გამოსვლები:
- 14 მარტს - ბანკოკის დაკავება, მთავრობის რაიონის დაკავება
- 16 მარტს - საკუთარი სისხლი მიასხეს მთავრობის სასახლეს
- 30 მარტს - უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები
- 3 აპრილს - დაიკავეს სავაჭრო რაიონი
- 7 აპრილს - პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა
- 10 აპრილს - ჯარებმა ხალხის დაშლა ცადეს, 25 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
- 16 მაისს - ჯარებმა იერიში მიიტანეს ოპოზიციის ბანაკზე, 35 ადამიანი დაიღუპა და 250 მეტი დაშავდა შეტაკებისას
- 19 მაისს - ჯარებმა აიღეს ოპოზიციის ბანაკი, 12 ადამიანი დაიღუპა, ოპოზიციის ლიდერები დანებდნენ, რასაც მოყვა ბუნტი და ქაოსი ქალაქში, ბევრი შენობა დაინგრა და განადგურდა.
ჯერ კიდევ გრძელდება
ბმულის ბოლოში დევს შოკისმომგვრელი ვიდეო, ნაჩვენებია მკვლელობა მიტინგზე, სისხლით და ტვინის გადმოვარდნით! არ ნახოთ სუსტგულიანებმა, ფეხმძიმეებმა ან ბავშვებმა!