გამგეობის თანამშრომლის დედამ „უფასო სასადილოში“ ინვალიდი დაჭრაhttp://www.fact.ge/news.aspx?i=e64fbbb2-92...47-e4e51e36d8e9ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს
უფასო სასადილოში. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თამრიკო ფოცხვერაშვილმა, ინვალიდ შოთა კოპლატაძეს ჭამის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საკვებით სავსე ქილები ესროლა – ამის შესახებ გაზეთი „ქიზიყიდან“ იუწყება.
კოპლატაძე სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობებით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
როგორც ქირურგმა გოგიტა სეხნიაშვილმა განაცხადა, პაციენტს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც უკვე დამუშავდა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური ამბობს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სასადილოში ბოლო თვეების მანძილზე ინციდენტის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
თამრიკო ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის გია ფოცხვერაშვილის დედაა.