პირველ რიგში მოგესალმებით ფორუმელებს. მუსიკის მოყვარულებს. ალტერნატიული როკის მოყვარულებს და ასე შემდეგ. ამ მართლაც კარგ შემსრულებელზე Edwyn Collins ზე ვერ ვნახე ფორუმზე თემა. ამიტომაც გადავწყვიტე ვიკიპედიის ინგლისური ინფორმაცია გადამეთარგმნა და თქვენთვის მომეძღვნა. ინფორმაციის გარდა ვილაპარაკოთ თვითონ მუსიკოსზე. დავდოთ მისი მპ3 ფაილები. Youtube ლინკები და ასე შემდეგ...
Edwyn Collins - მისი სრული სახელი და გვარია Edwyn Stephen Collins დაიბადა შოტლანდიაში, ედინბურგში (დედაქალაქი) 1959 წლის 23 აგვისტოს. მისი კომპოზიციები ელექტრო გიტარის და პოპის ნარევია.
კარიერაკოლინსმა დაარსა მუსიკალური ჯგუფი Nu-Sonics - ი 1976 წელს. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და გახდა Orange Juice - ი. ამ ჯგუფმა UK Top 40 ში დებიუტის თანავე დაიკავა მერვე ადგილი კომპოზიციით Rip It Up. 1985 წელს ბენდი დაიშალა და ედვინმა გააგრძელა თავისი სოლო კარიერა
1994 წელს ედვინმა მოახდინა რეალიზება თავისი ცნობილი ჰიტისა A Girl Like You . რომელმაც ამერიკასა და მთელს ბრიტანეთში გაითქვა სახელი. მან ასევე დაწერა ბევრი ალბომები. მუშაობდა ბევრ ხმისჩამწერ სტუდიასთან.
2009 წელს ედვინი დაუბრუნდა თავის სოლო კარიერას. ( მას შეწყვეტილი ქონდა იგი თავიისი პრობლემების გამო რომელიც ჯამრთელობასთან იყო კავშირში.
პირადი ცხოვრებაედვინი ცხოვრობს Grace Maxwell ეთან ერთად. იგი ასევე მისი მენეჯერია . წყვილი ლონდონში ცხოვრობს და მათ ყავთ ერთი ბიჭი სახელად ვილიამი.
ცნობილია ის ფაქტიც რომ ედვინზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული BBC-ის მიერ 2005 წელს.
ესეც ერთ-ერთი უძლიერესი სიმღერა მისი შემოქმედებიდან :
This post has been edited by Paranormal on 14 Feb 2010, 12:18