მაშინ ამ საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა აგვარებდა. დაჟინებით მთხოვდა სახლის გადაფორმებას. ვუთხარი, ვერაფერს მიიღებთ, სანამ ფულს არ გადაიხდით-მეთქი. გადააფორმე, თორემ...
თორემ რა-მეთქი, ფეხზე წამოვდექი. რომ შეატყო, უკან დამხევი არ ვიყავი, აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ის "თორემ" რასაც ნიშნავდა, მალე ყველამ დაინახა. ჩემი ცემის მერე დააწინაურეს გიგი უგულავა მერად, კარგად ასრულებს დავალებებსო. მერე ზურაბ ნოღაიდელთან მივედი, რატომ არ მიხდით ფულს-მეთქი? ნოღაიდელმაც იგივე მითხრა, რაც უგულავამ.
- ნოღაიდელიც დაგემუქრათ?
- ნოღაიდელს მაგდენი სად შეუძლია? მხოლოდ ამიხსნა, სანამ სახლს არ გადააფორმებ, ფულის გადახდაზე ლაპარაკი ზედმეტიაო. მოკლედ, სახლი დავლუქე და დაცვა გავაფრთხილე, არავინ შეუშვათ-მეთქი.
http://www.ambebi.ge/politika/16719-an-cem...heniliyavi.htmlორ კურდღელს კლავენ "რესპები" უგულავას და ზურას ნოღაიდელს
This post has been edited by nk44 on 16 Feb 2010, 14:47