გაცნობებთ, რომ 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი.
შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს :
http://www.tbilisifilmfestival.geფესტივალის თარიღები შეიცვალა, შეგახსნებთ, რომ აქამდე ის ოქტომბერში ტარდებოდა.
ფესტივალის მასპინძელია კინოთეატრი რუსთაველი.
2007 წლის 3-9 დეკემბრის ჩათვლით ტარდება თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის მასპინძელია კინოთეატრი `რუსთაველი~.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 4 დეკემბერს კინოთეატრ `რუსთაველში~. ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ბრუნო დიუმონისგახმაურებული ფილმი “ფლანდრია”, ფესტივალს დაესწრება ფილმის რეჟისორი. ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 8 დეკემბერს კინოთეატრ `რუსთაველში~, ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის გახმაურებული ფილმით “ქარი ამოვარდება”. დახურვის ცერემონიალზე მოხდება პრიზების გადაცემა: “ოქროს პრომეთე” საუკეთესო ფილმისთვის და “ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჟისურისათვის. წელს პირველად ფესტივალის პარტნიორმა და სპონსორმა _ კომპანია GRDC კინოქალაქმა დააწესა ფულადი პრიზები: 13 500 ლარი (საუკეთესო ფილმი) და 8 500 ლარი (საუკეთესო რეჟისურა). გამარჯვებულ ფილმებს ასევე ფარაჯანოვის სახელობის პრიზი - მინანქრის ბროწეული და ფიპრესის ჟიურის სიგელი გადაეცემათ.
კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხტვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. საკონკურსო პროგრამის გარდა ფესტივალი ყოველ წელს სთავაზობს მაყურებელს შემდეგ პროგრამებს: ევროპული კინოს ფორუმი (ახალი ევროპული ფილმები); ჰორიზონტები (ახალი ფილმები მთელი მსოფლიოდან); ქართული პანორამა (ახალი ქართული ფილმები); ამიერკავკასიური დოკუმენტური ფილმები (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი), დოკუმენტური ფილმები, რეტროსპექტივა, სპეციალური ჩვენებები, ახალი გემანული კინო, ახალი ფრანგული კინო, მასტერ-კლასები, ვორკშოპები და გამოფენები.
ფესტივალის გენერალური სპონსორია კომპანია `მაგთიკომი~
ფესტივალს ეყოლება სამი ჟიური
საერთაშორისო ჟიური:
ულრიკე ოტინგერი – რეჟისორის ჟიურის თავმჯდომარე (გერმანია)
კლერ დაუნსი - სცენარისტი - (დიდი ბრიტანეთი)
დევიდ დ’არსი – კინო ჟურნალისტი (ამერიკის შეერთებული შტატები)
ლორან დანიელუ – პროდიუსერი (საფრანგეთი)
ნატა მურვანიძე – მსახიობი (საქართველო)
ფარაჯანოვის ჟიური:
ვოლფგანგ ბაილენჰოფი – კინომცოდნე (გერმანია)
კელენ ქუინი – კინომცოდნე (ამერიკის შეერთებული შტატები)
მელიკ კარაპეტიანი – პროდიუსერი (სომხეთი)
კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ჟიური:
სალომე კიკალეიშვილი – კინომცოდნე (საქართველო)
ფრანცისკო ფერეირა – კინოჟურნალისტი (პორტუგალია)
ალექსანდერ იანაკიევი – კინოჟურნალისტი (ბულგარეთი)
საერთაშორისო კონკურსი
1. `მარტივი საგნები~ _ ალექსეი პოპოგრებსკი (რუსეთი; 2006; 108’)
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი: ეკუმენური ჟიურის
პრიზი მამაკცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფიპრესის პრიზი,
2007. სოჭის ღია რუსული კინოფესტივალი: მამაკცის როლის საუკეთესო
შესრულებისთვის, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო სცენარი,
ფესტივალის გრანპრი, 2007.
2. `თევზის ოცნებები~ _ კირილ მიხანოვსკი (ბრაზილია, რუსეთი, აშშ; 2006; 105’)
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი: კრიტიკოსთა კვირეულის პრიზი; 2006. მაიამის კინოფესტივალი: სპეციალური ჟიურის ჯილდო; 2007. სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალი: სპეციალური ჟიურის ჯილდო; 2007.
3. `მაგნუსი~ _ კადრი კოუსაარი (ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი; 2007; 86’)
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ნომინაცია; 2007. კანის საერთაშორისო კონკურსის ნომინაცია; 2007.
4. `ფატა მორგანა~ _ სიმონ გროსი (გერმანია; 2006; 88’)
მიუნხენის კინოფესტივალი: პრიზი საეუკეთესო რეჟისურისთვის; 2007. ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი: კრიტიკოსთა პრიზის ნომინაცია; 2007.
5. `პინგპონგი~ _ მათიას ლუთჰარდტი (გერმანია; 2006; 89’)
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი: პრიზი სცენარისთვის; ახალგაზრდა კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის; 2006.
6. `ხაფანგი~ _ სრდან გოლუბოვიჩი (სრებეთი, გერმანია, უნგრეთი; 2007; 106’)
სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალი: გრანპრი; 2007.
7. `რუსული სამკუთხედი~ _ ალეკო ცაბაძე (საქართველო; 2007; 123’)
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი: ჟიურის სპეციალური პრიზი; ოქროს წმინდა გიორგის ნომინაცია., 2007.
8. `ყველაფერი რაც ვიცი ლოლას შესახებ~ _ ხავიერ რებოლო (საფრანგეთ, ესპანეთი; 2006; 112’)
გოიას ჯილდოს ნომინაცია _ საუკეთესო ახალბედა რეჟისორი; 2007.
ლონდონის კინოფესტივალი: ფიპრესისი ჯილდო; 2006. სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი: ოქროს ნიჟარის ნომინაცია; 2006.
9. `ხრიკები~ _ ანდჟეი იაკომივსკი (პოლონეთი; 2007; 95’)
პოლონური კინოფესტივალი: ოქროს ლომი; პრიზი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის; კრიტიკოსთა ჯილდო; 2007. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი: პრიზი: ლატერნა-მაგიკა.
10. “კაცის სამსახური” _ ალექსი სალმენპერე (ფინეთი; 2007; 100’)
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი: ნომინაცია – საუკეთესო
სარეჟისორო ნამუშევარი, 2007.
11. “მამაჩემი – ჩემი ღმერთი” _ დევიდ ვოლახი (ისრაელი; 2006) ტრაიბეკას
კინოფესტივალი (ნიუ-იორკი) პრიზი: საუკეთესო მხატვრული ფილმი, 2007.
ევროპული კინოს ფორუმი
1. `ფლანდრია~ _ ბრიუნო დუმონი (საფრანგეთი; 2006; 91’)
2. `ჩირაღდნები ბინდში~ _ აკი კაურუსმეკი (ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი; 2006; 80’)
3. `ქარი ამოვარდება~ _ კენ ლოუჩი (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი; 2006; 127’)
4. `სამხრეთისაკენ~ _ ლორან კანტე (საფრანგეთი, კანადა; 2005; 105’)
5. `ოფიციანტი~ _ ალექს ვან ვარმერდამი (ნიდერლანდები; 2006; 96’)
6. “კვერცხი” _ სემიჰ კაპლანოღლუ (თურქეთი, საბერძნეთი; 2007; 97’)
7. “აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვუყვარდე” _ სტეფან ბრიზე (საფრანგეთი; 93’)
8. „და შენ ვისკენ ხარ?“ _ ლოლა დუაიონი (საფრანგეთი; 82’)
9. “ასტრეას და სელადონის სიყვარული” _ ერიკ რომერი (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი; 109’)
10. „ჩანაწერები სკანდალის შესახებ“ _ რიჩარდ ეირი (ბრიტანეთი; 80’)
11. “გზა გალესკენ – მოხალისეთა დღიური” _ ალექსანდრ კამიონსკი, სემ კლებანოვი, ვასილი მასლენიკოვი (შვედეთი, რუსეთი; 2006; 93’)
12. “პედრა. რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” _ ვილი ჰერმანი (ჩეხეთი; 61’)
13. “ჩეხური ოცნება” - ვიტ კლუსაკი, ფილლიპ რემუნდა (ჩეხეთის რესპუბლიკა; 2004)
14. “მზად არის და დასრულდა” _ ინესე კლავა (ლატვია; 23’)
15. „თეოდორსი“ _ ლაილა პაკალნინა (ლატვია; 29’)
16. “გამარჯვება” _ რენგერ ვან დერ ჰოველი (ნიდერლანდები; 90’)
17. “ბოროტების იმპერია” _ მოჰამედ ფაროხმანეში (გერმანია; 90’)
18. “მონოტონია” _ იურის პოკუსი (ლატვია; 90’)
ჰორიზონტები (აზია, აფრიკა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა)
1. `აღარ მინდა ძილი მარტოს~ _ მინ ლიან ცაი (მალაიზია, ჩინეთი, ტაივანი, საფრანგეთი, ავსტრია; 2006; 115’)
2. `დრო~ _ კიმ კი-დუკი (სამხრეთ კორეა, იაპონია; 2006; 97’)
3. `სექსი და ფილოსოფია~ _ მოჰსენ მაჰმალბაფი (საფრანგეთი, ირანი, ტაჯიკეთი; 2005; 105’)
4. `ტუიას ქორწინება~ _ ქანან ვანგი (ჩინეთი; 2006; 92’)
5. `ნატიურმორტი~ _ ჩჟან კე ცზია (ჩინეთი, ჰონგ-კონგი; 2006; 108’)
6. `ტაკეში~ _ ტაკეში კიტანო (იაპონია; 2005; 108’)
ქართული პანორამა
ქართულ პანორამაში ახალი ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის რამდენიმე საპრემიერო ჩვენება.
1. `სუბორდინაცია~ _ არჩილ ქავთარაძე (საქართველო, 2005; 60’)
2. `ბროდვეი 45~ _ გიორგი მასხარაშვილი (საქართველო, 2006; 64’)
3. `საშიში ვეფხვი~ _ სალომე მაჩაიძე (საქართველო/გერმანია, 2006; 100’)
4. `ქუთაისელი ბაბუ~ _ ზაზა კოლელიშვილი (საქართველო, 2007; 40’)
5. `გამცილებელი~ _ სანდრო ჯანდიერი (საქართველო, 2006; 20’)
6. `პატარა ქალაქი~ _ დავით იაშვილი (საქართველო, 2006; 9’)
7. `16+~ _ მარიამ ქაცარავა (საქართველო, 2006; 14’)
8. `ორი მუსიკოსი~ _ ნიკოლოზ ბეჟანიშვილი (საქართველო, 2006; 17’) HD
9. `ის არის~ _ დავით აფხაიძე (საქართველო, 2006; 11’)
10. `სამყაროს 6 სურათი~ _ ბიძინა ყანჩაველი (გერმანია/საქართველო, 2007; 32’)
11. `რევოლუცია~ _ ვანო თვაური (საქართველო, 2007; 5’20’)
12. “სე ლა ვი” _ რუსუდან ჟყონია (საქართველო; 10’)
13. `ჩიტბატონა~ _ ვლადიმერ სულაქველიძე (საქართველო, 2007; 3’30’)
14. `ანგალო~ _ ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე (საქართველო/რუსეთი, 2006; 3’30’)
15. `როგორ გაჩნდა მთვარე~ _ ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე (საქართველო/რუსეთი, 2006; 3’30’)
16. `ლეგენდა ღვინოზე~ _ ვლადიმერ სულაქველიძე (საქართველო/გერმანია, 2006; 3:30’)
17. “უებრო სიყვარული” _Mმაია ბურდული (საქართველო; 2007; 13’)
18. `ერთ-ერთი ჩემთაგანი~ _ სალომე ჯაში (საქართველო; 2007; 8’)
ამიერკავკასიის დოკუმენტური კინო
პროგრამა ორგანიზებულია IFAშჩ-ის “სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციის მიერ” წწწ.იფასც.ორგ.გე
1. `დასავლეთ სომხეთი _ დაკარგული სამშობლო~ _ ჰაიკ ჰარუტუნიანი (სომხეთი; 2007; 120’)
2. `გამოსვლა~ _ ნიკა შეკი, კარინე ვერდიანი (სომხეთი; 2007; 26’)
3. `პოეტის დაბრუნება~ _ ჰარუტიუნ ხაჩატრიანი (სომხეთი; 2006; 88’)
4. `გობუსტანში დაბრუნება ~ _ ილგარ საფატი (აზერბაიჯანი; 2007; 52’)
5. `მოკლე მონოლოგები~ _ შამილ ნაჯაფზადა (აზერბაიჯანი; 2007; 45’)
6. `პერი გალა~ _ ილგარ საფატი, მაიკლ მიკაილოვი (აზერბაიჯანი; 2007; 30’)
7. “საფუძველი” _ მირსადიგ აგაზადე (Aზერბაიჯანი; 48’)
8. `მზიანი ღამის ფერები~ _ ნიკო წულაძე (საქართველო; 2006; 70’)
9. `მივიწყებული პორტრეტი ინტერიერში~ _ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო; 2006; 20’)
10. `რობიკო სტურუა~ _ მანანა ანასაშვილი, მიხეილ ბასინოვი (საქართველო; 2006; 39’)
11. `ახმეტელის 4~ _ არჩილ ხეთაგური (საქართველო, რუმინეთი; 2006; 64’)
12. `ვარდისა და ბროწეულის ყვავილობა~ _ ირაკლი კოჭლამაზაშვილი (რუსეთი; 2007; 39’)
13. `ელდარ შენგელაია _ არაჩვეულებრივი გამოფენა~ _ ნინო ახვლედიანი (საქართველო; 2006; 39’)
14. `ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან~ _ კარლო ღლონტი, ლევან ღლონტი (საქართველო; 2006; 38’)
15. `ქართველი მამლუქები ეგვიპტეში~ _ მერაბ კოკოჩაშვილი (საქართველო; 2007; 60’)
16. `მთავარი~ _ ლია ჯაყელი (საქართველო; 2007; 30’)
17. `დუმილი~ _ შორენა თევზაძე (საქართველო; 18’)
18. `ამერიკა ერთ ოთახში~ _ დავით კანდელაკი (საქართველო; 2007; 60’)
19. „ხმელეთის 0.047%“ _ გელა კანდელაკი (საქართველო; 2007; 60’)
20. `დაკარგული ხმელეთი~ _ ნანა ექვთიმიშვილი (გერმანია; 2007; 21’)
21. “ისლამი საქართველოში” _ ბუბა ხოტივარი (საქართველო; 52’)
22. `შინ და უკან~ _ ლევან ღლონტი (საქართველო; 2006; 38’)
ბობ რაფელსონის ფილმების რეტროსპექტივა
1. `ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს~ (ა.შ.შ. დასავლეთ გერმანია; 1981)
2. `ხუთი მარტივი პიესა~ (ა.შ.შ. 1970)
3. `მარვინის ბაღების მეფე~ (ა.შ.შ. 1972)
სპეციალური ჩვენება
„პრატერი“ _ ულრიკე ოტინგერი (ავსტრია, გერმანია; 2007; 107’)
“UNIFRANCE” - სპეციალური პროგრამა
თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად კვლავ წარმოადგენს ახალ ფრანგულ ფილმებს, ასევე ფესტივალს ეწვევიან ცნობილი ფრანგი კინომოღვაწეები. წელს პირველად შედგა კინოფესტივალის და ფრანგული კინოს პოპულარიზაციის სააგენტოს “UNIFRANCE”-ის თანამშრომლობა. “UNIFRANCE” წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას, რომელიც შედგება ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორების მოკლე ფილმებისა და “ახალი ტალღის” წარმომადგენლების (ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი, ერიკ რომერი) სადებიუტო ფილმებისაგან. ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი ლორან დანიელუ იქნება. იგი ფრანგული საპროდუქციო და სადისტრიბუციო კომპანია “REZO FILMS INTERNATIONAL”-ის აღმასრულებელი დირექტორია. ფესტივალი 3 დეკემბერს კინოთეატრ “რუსთაველში” გაიხსნება ფრანგი რეჟისორის ბრუნო დიუმონის გახმაურებული ფილმით “ფლანდრია”, რეჟისორი თავად დაესწრება ფილმის ჩვენებას. გარდა ამისა ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფრანგი რეჟისორების ერიკ რომერის, ლორან კანტეს, ლოლა დუალონის და სტეფან ბრიზეს ახალი ფილმები.
იუნიფრანსი: ახალი კოლექცია
1. “ალუბლის ჟამი” _ ჟან-ჟულიენ შერვიე (საფრანგეთი; 2005; 15’)
2. “ანგელოზო! იოცნებე!” _ ერიკ ვანს დე გოდოი (საფრანგეთი; 13’)
3. “ზმანებებშიც კი” _ ალის ტეილორი (საფრანგეთი; 2006; 8’)
4. “თაფლობის თვე” _ ფრანსუა ბრენიო (საფრანგეთი; 2006; 25’)
5. “თეთრი მგელი” _ პიერ-ლუკ გრანიონი (საფრანგეთი; 8’)
6. “მოსე მწერალი” _ გიომ მარტინესი (საფრანგეთი; 8’)
7. “როგორც ჰაერში” _ იოან გლოაგენი (საფრანგეთი; 9’)
8. “სადილი” _ სესილ ვერნანი (საფრანგეთი; 2006)
9. “ჩადრის აჩრდილი” _ არნო დემუინკი (საფრანგთი; ბელგია; 2006; 9’)
10. “ჩუმად!” _ ფანი ფრანსენი (საფრანგეთი; 2006; 6’)
11. “წითელი ქურთუკი” _ ან ფლანდრინი (საფრანგეთი; 2003; 6’)
12. “გადაკვეთე!” _ ალენ რიუ (საფრანგეთი; 2007; 2’)
იუნიფრანსი: ოსტატების კოლექცია
1. ”მეფუნთუშე მონსოდან” _ ერიკ რომერი (საფრანგეთი; 1963; 23’)
2. “ვერონიკა და მისი სულელი მოწაფე” _ ერიკ რომერი (საფრანგეთი; 1958; 20’)
3. “სიყვარული არსებობს” _ მორის პიალა (საფრანგეთი; 1960; 21’)
4. “წყლის ისტორია” _ ჯან-ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო (საფრანგეთი; 1961; 12’)
5. “შარლოტა და ვერონიკა ანუ ყველა ბიჭს სახელად პატრიკი ჰქვია” _ ჟან-ლუკ გოდარი (საფრანგეთი; 1959; 21’)
6. “გათანგულნი” _ ჟაკ დონიოლ-ვალკროზი (საფრანგეთი; 1958; 19’)
დამზადებულია გერმანიაში
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და მედეა/ ფილმი /პროდუქცია
თბილისის მე-8 კინოფესტივალზე ტრადიციულად წარმოადგენს
სპეციალურ პროგრამას “Made in Germany” სადაც ნაჩვენები იქნება
7 ახალი გერმანული ფილმი და ფასბინდერის მცირე რეტროსპექტივა.
გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის
თავმჯდომარე იქნება გერმანელი რეჟისორი ულრიკე ოტინგერი და ფარაჯანოვის ჟიურის წევრი ვოლფგანგ ბაილენჰოფი, რომელიც ჩაატარებს ორ ლექციას.
გარდა ამისა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამოფენები
“ფასბინდერი 1945-1982” და “Location Georgien”.
Made in Germany : ახალი გერმანული ფილმები
1. `იელა~ _ კრისტიან პეტცოლდი (გერმანია; 2006; 89’)
2. `ვნება~ _ ვალესკა გრიზებახი (გერმანია; 2006; 88’)
3. `ჩემი მეგობარი~ _ სებასტიან შიპერი (გერმანია; 2006; 84’)
4. `გადარეული ქათმები და სიყვარული~ _ ვივიან ნეფე (გერმანია; 2007; 108’)
5. `ოთხი წუთი~ _ კრის კრაუსი (გერმანია; 2006; 111’)
6. `კაცი, რომელიც გაემგზავრა _ ვიმ ვენდერსის ადრეული წლები~ _ მარსელ ვენი (გერმანია; 2007; 100’)
7. `პინგპონგი~ _ მათიას ლუთჰარდტი (გერმანია; 2006; 89’) – (საერთაშორისო კონკურსი)
რაინერ ვერნერ ფასბინდერის რეტროსპექტივა
როცა რაინერ ვერნერ ფასბინდერი 1982 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას უკვე 43 ფილმი ჰქონდა გადაღებული. ფასბინდერის ფილმები საოცარი ინტენსიურობით, სიზუსტითა და კომპლექსურობით გამოირჩევა. ასეთი სრულყოფილების მიღწევა შემდგომი წლების გერმანულმა კინომ ფაქტიურად ვეღარ შესძლო. ჩვენი პროგრამით ნაჩვენები იქნება რეჟისორის სამი ფილმი: “ლილი მარლენი” _ (დასავლეთ გერმანია; 1979); “ჩინური რულეტი” _ (დასავლეთ გერმანია/საფრანგეთი; 1976); “მარია ბრაუნის ქორწინება” _ (დასავლეთ გერმანია; 1981).
მასტერკლასები, სემინარები, ვორქშოფები
ბობ რაფელსონი _ ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.
ამერიკული კინოს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. მის მიერ უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე შექმნილმა ცნობილმა ფილმებმა გარღვევა მოახდინა ამერიკულ კინემატოგრაფში სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით.
ნიუ-იორკის კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ დასახელებულია საუკეთესო რეჟისორად ფილმისთვის ”FIVE EASY PIECES”, ამასთან, კინოკრიტიკოსებმა და მოყვარულებმა არა ერთხელ აღიარეს რეჟისორის ეს ნამუშევარი 70-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფილმად. ამავე პერიოდის ინოვაციურ კინოსურათად დასახელდა რაფელსონის ნამუშევარი _ “KING OF MARVIN’S GARDEN”, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა. საერთო ჯამში რაფელსონმა და ნიკოლსონმა ცხრაჯერ ითანამშრომლეს, აქედან ხუთჯერ შესაბამისად რეჟისორისა და მსახიობის რანგში. მათ შორისაა რაფელსონის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი „THE POSTMAN ALWAYS RINGS TWICE”, რომელშიც ნიკოლსონს პარტნიორობა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა ჯესიკა ლანჟმა გაუწია.
ბობ რაფელსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკული კინოწარმოების აღორძინებისა და განვითარების საქმეში, რის გამოც, რეჟისორს ხშირად იწვევენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
მასტერკლასი _ “რეჟისორის აღიარება” (შეიცავს ფრაგმენტებს მისი საეტაპო ფილმებიდან). ამ მასტერკლასით რეჟისორს ხშირად იწვევენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ბობ რაფელსონის ფილმების რეტროსპექტივა შეიცავს საჯარო ლექციას კითხვა-პასუხის ფორმატში.
მიროსლავ მოგოროვიჩი – პროდიუსერი, ბელგრადის ინდუსტრიული შეხვედრების მენეჯერი
მიროსლავ მოგოროვიჩი _ სერბი პროდიუსერი და ბელგრადის ინდუსტრიული შეხვედრების (B2B Meetings) მენეჯერი ჩაატარებს სპეციალურ მასტერ-კლასს ამიერკავკასიელი პროდიუსერებისათვის, `კინობაზარი, როგორც საერთაშორისო კოპროდუქციის საშუალება~.
შარლოტა აპელგრენი – კომპანია “CINE-REGIO”-ს აღმასრულებელი დირექტორი
შარლოტა აპელგრენი “CINE-REGIO”-ს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრებს. “CINE-REGIO” წარმოადგენს ევროპული რეგინალური კინო ფონდების ქსელს. კომპანიის წევრები ხელს უწყობენ სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, სატელევიზიო ფილმების წარმოებას. მასტერ-კლასს ამიერკავკასიელი პროდიუსერები დაესწრებიან.
შარლოტა აპელგრენი თანა-ავტორია წიგნისა `თანა-წარმოების ხელოვნება~. წიგნი გამოიყენება დანიის კინო სკოლებში და სხვადასხვა ვორქშოფებზე. მასტერ-კლასის დროს იგი ამ წიგნის პრეზენტაციასაც მოაწყობს.
სონია ჰეინენი - ბერლინალეს ერთობლივი წარმოების ბაზრის ხელმძღვანელი; მსოფლიო კინო ფონდის მენეჯერი
მის მიერ ორგანიზებული კო-პროდუქციის შეხვედრები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანასთან და პროდიუსერთა საერთაშორისო დელეგაციებთან ხელს უწყობდა 2000 წლიდან მიმდინარე კიოლნის თანა-წარმოების საერთაშორისო ბაზრის განვითარებას.
2001 წლის მარტიდან 2003 წლის ივლისამდე სონია ჰეინენი კიოლნში პროდიუსერისა და პროექტების კოორდინატორის რანგში მუშაობს: “Gemini Film” (ფილმების წარმოება) და საერთაშორისო დასავლური კინოფილმი (ფილმების დაფინანსება). 2003 წლიდან სონია ჰეინენი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კო-პროდუქციის ბაზრის ხელმძღვანელია. 2004 წლის აგვისტოდან ის პარალელურად მსოფლიო კინო ფონდის მენეჯერია. ფონდი აფინანსებს კინოპროექტებს განვითარებადი ქვეყნებიდან.
მასტერკლასი _ “ბერლინის მსოფლიო კინოფონდის წესდება და მუშაობის სისტება”.
ბიანკა ტაალი _ როტერდამის ფესტივალთან არსებული ფონდის „HUBERT BALS“-ის წარმომადგენელი. მასტერკლასისი თემაა როტერდამის ფესტივალთან არსებული ფონდის „HUBERT BALS“-ის წესდება და მუშაობის სისტემა.
ლექციები
დევიდ დ’არსი _ კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი.
კითხულობს ლექციებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში, უელსის უნივერსიტეტში, ტირანას კინოსკოლასა და კინოფესტივალებზე მსოფლიოს გარშემო.
1. ახალი ამერიკული დოკუმენტური კინო _ ამერიკული დოკუმენტური კინოს წარმოშობა და განვითარება და მისი გავლენა დოკუმენტურ კინოწარმოებაზე საერთაშორისო მასშტაბით.
2. დამოუკიდებელი კინო: შეუსრულებელი დაპირება _ ლექცია განიხილავს
დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ისტორიას შეერთებულ შტატებში და თუ როგორ შექმნა ჰოლივუდმა თავისი საკუთარი ფორმულა და სტილი.
ვოლფგანგ ბაილენჰოფი _ კინომეცნიერი.
ვორქშოფი თემაზე: “BERLIN, ALEXANDERPLATZ” – ალფრედ დიობლინის რომანის და ფასბინდერის ფილმის შედარება.
“რა არის გერმანული გერმანულ ფილმში” _ განხილული იქნება უკანასკნელი წლების საუკეთესო გერმანული ფილმები. წარმოდგენილი იქნება ეპიზოდები ფილმებიდან: “მშვიდობით, ლენინ!”, “სხვათა ცხოვრება”, “ზაფხული ბერლინში”, “რექვიემი”, “ოთხი წუთი” და სხვ.
გამოფენები
1. ფასბინდერისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმოდგენილი იქნება ფასბინდერის ფილმების 8 კინოპლაკატი და 12 ცნობილი თანამედროვე რეჟისორის კომენტარი ფასბინდერზე. ქართველი კინომოყვარულები საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ფასბინდერის უკომპრომისო შემოქმედებითი ცხოვრებისა და ზოგადად 70-იანი წლების გერმანულ კინომატოგრაფზე.
2. “LOCATION GEORGIEN” – წარმოადგენს გერმანელი კინორეჟისორების, ხელოვანებისა და ჟურნალისტების მიერ საქართველოში შემოქმედებითი ვიზიტების დროს გადაღებული 100-ზე მეტ ფოტონამუშევარს. გამოფენა მარტში კიოლნში, ოქტომბერ-ნოემბერში კი ბერლინში იყო ნაჩვენები.
This post has been edited by festival info on 27 Nov 2007, 14:31