ვსწავლობ კომპ. გრაფიკას და დიზაინს, ვებ-პროგრამირებას და ა.შ. შეკვეთებსაც ვიღებ ამ სფეროში.
რომ ჩავაბარო აკადემიაში, კომპ. გრაფიკა და დიზაინის ფაკულტეტზე, ვფიქრობ, რომ 5 წელი დროის კარგვაა. რადგან მსმენია რომ სწავლის დონე არ არის მთლად მაღალი. + ამას, ამ სფეროში საფუძვლები უკვე მაქვს და არის შანსი რომ კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო სწავლა.
რომ ჩავაბარო პროგრამირებაზე, სულ არ მხიბლავს. ვებ-პროგრამირების იქით არ ვაპირებ ამ განხრაში წასვლას. ამ სფეროში კი შეკვეთებს ვიღებ და ასე თუ ისე დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელება აქაც შემიძლია.
ვფიქრობ, რომ ამ სფეროში სამსახურის პოვნა უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც არ იქნება პრობლემა, რადგან აქ მთავარი პორტფოლიოა და არა დიპლომის "ქაღალდი".
მხიბლავს თეატრალური უნივერსიტეტი. მაგრამ აქ რომ ჩავაბარო, პერსპექტივა ძალიან დაბალია. რეჟისურაზე რომ ჩავაბარო არავინ დააფინანსებს. მომზადებაში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება და მინდა ისეთი პროფესია, რომელიც ამ თანხას ამოიღებს მაინც

არ მხიბლავს იურიდიული, ეკონომიური, ბიზნესი და მართვა.
იმედია მიხვდით რა სახის რჩევას ვთხოულობ

დიდი მადლობა წინასწარ