giorgi38ფეიფალი www.paypal.com არის გადახდის გაშუალებული სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოვახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ ვიყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიებიდან, რომელზეც საქართველოში გამოშვებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და აქვთ PayPal.
როგორც იცით, ფეიფალის ჩამოსაშლელ მენიუში, ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის და ამდენად ბევრს გონია, რომ სისტემით სარგებლობა შეუძლებელია. (წესითა და კანონით, ასეც არის) თუმცა არაერთი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა და დადასტურდა, რომ PayPal-ზე ებმება პროკრედიტ ბანკის ბარათები. ამბობენ, რომ ტაო პრივატ ბანკის ბარათებიც მუშაობს ამავე ხერხით, თუმცა მე პირადად მინახავს და მაქვს მხოლოდ პროკრედიტ ბანკით.
ნივთის შეძენისას თანხა ჯერ ხვდება ფეიფალის სისტემაში და შემდეგ მათგან მიეწოდება უკვე მაღაზიას ან ნებისმიერ კერძო პირს, ვისგანაც იძენთ პროდუქციას. ერთი მეტად საყურადღებო და საგულისხმო ნიუანსი - მისამართის მითითებისას ანკეტაში ჩაწერეთ ქვეყანა უკრაინა ან თურქეთი და მისამართი თქვენი (ან იქაური, თუ იცნობთ ვინმეს), ტელეფონის ნომერიც მოიძიეთ შესატყვისი. ამ მეთოდით თქვენი ანგარიში იქნება დადასტურებული (Verified). ამერიკის მისამართის მითითების შემთხვევაში პრინციპი რჩება იგივე, ხოლო ანგარიში არის დაუდასტურებელი (unverified), რის გამოც იზღუდება ისეთ მაღაზიებში შეძენა, რომლებიც აუცილებლად დადასტურებულ მყიდველს ითხოვენ.
წყარო:
http://zere.ge