მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო არგენტინა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ:
1920 წლის 24 სექტემბერი – გერმანია
1921 წლის 27 იანვარი – ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია
1921 წლის 28 იანვარი – პოლონეთი
1921 წლის 17 თებერვალი – ავსტრია
1921 წლის 18 თებერვალი – რუმინეთი
1921 წლის 23 თებერვალი – ლუქსემბურგი
1921 წლის 14 აპრილი – მექსიკა
საერთაშორისო ცნობა გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.
http://ka.wikipedia.org/wiki/საქა