გასაგებია თქვენი აზრი ბატონებო.
ვისაც აზრის დაფიქსირება კიდევ უნდა არ წაიკითხოს ის რასაც ქვემოთ ვწერ, ჯერ გამოხატეთ აზრი და მერე ნახეთ პასუხი.
მიხარია რომ არიან ისეთებიც რომლებიც აბორტის წინაარმდეგ მიდიან.
თითქოს ერთი უბრალო შემთხვევაა, და ნორმალურად მოაზროვნე პიროვნებამ აბორტი უნდა ურჩიოს,
მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან ცნობილი ადამიანის რეალური ისტორია.
სწორედ ასეთ ვითარებაში მეცხრე ბავშვად ამ ოჯახში დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
რა ვიცი, მე მგონი არ ღირდა ხომ რომ დედამისს თქვენსავით ეფიქრა და არ მიეცა შანსი მისთვის მოვლინებოდა ამ ქვეყანას.
არ მეგონა თუკი ამდენი ურჩევდა გაჩენას, მეგონა ერთიც არ იქნებოდა ასეთი,
მიხარია რომ ასე ფიქრობთ.
ისე არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ის,
მთავარია ადამიანი იყო და მას ქონდა უფლება გაჩენილიყო,
რაც შეეხება მამამის რომელიც დაადანაშაულეთ მის ჩასახვაში,
მე მგონი არც ისე ცუდი საქმე ჩაუდენია არა?!