მოდერს ვთხოვ გადაიტანოს ეს თემა პოლიტიკაში.
რუსეთში (ჩვენი მტერი) არის საინტერესო საიტი, სადაც ქვეყნდება სახლემწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ტენდერების განცხადებები:
http://zakupki.gov.ruნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს რა პირობებით/ფასში განახორციელა სახელმწიფო უწყებამ შესყიდვა.
სხვათაშორის, ამ საიტით სარგებლობს რუსეთის ოპოზიცია და საკმაოდ ეფექტურად მიჰყავს კამპანია კორუფციის წინააღმდეგ.
ხოდა, საქართველოში გვააქვს ესეთი სისტემა, რომ ვაკონტროლოთ რაში იხარჯება გადასახადის გადამხდელის თანხები? თუ გვაქვს, იქნებ დადოთ ლინკი. ოღონდ რაღაცა ერთგვერდიანი სია არ უნდა იყოს, საუბარია სრულფასოვან, გამართულ სისტემაზე, სადაც აღირიცხება ყველა შესყიდვა და ტენდერი. სადაც შესაძლებელია შესყიდვების ძებნა კრიტერიუმების მითითებით, სადაც არის გასული წლების შესყიდვების არქივი. მე ესეთი სისტემის შესახებ არ გამიგია. ალბათ, მიშას დემოკრატიის მშენებლობის და კორუფციასთან ბრძოლის პროცესში გამოეპარა ეს "პატარა" ნიუანსი. მაგრამ, სადაც იუსტიციის სახლები ააშენა ამდენი და ვირტუალურ მთავრობას აკეთებდა, ეს არ უნდა გაპარვოდა.
ხოდა, ჩვენ ეხლა, ყველანი ერთად, ვაშენებთ გასაოცარ დემოკრატიას, ევროპასაც რომ შეშურდება. ამ მშენებლობის პროცესში, არ იქნებოდა ურიგო, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურ საშუალებას მოგვცემენ ვაკონტროლოთ მთავრობა. ბიძინა ერთ წელიწადში წასვლას გეგმავს (ბიძინას დიდ პატივს ვცემ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიხუ გაუშვა სველზე) და რომ წავა, დარჩება ბრიგადა, რომელსაც ფული უნდა (აბა არ უნდა?), ისევე, როგორც ნაზიანალურ მოძრაობას. ხოდა, ამ ხალხის კონტროლის საშუალება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას.
გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები ამ საკითხთან მიმართებაში, იქნებ რამე საინტერესო მოვიფიქროთ.