ტვიტერმა როგორც იქნა გამოაქვეყნა 10 მილიონზე მეტი ტვიტერის პოსტი რომელთა უკანაც რუსეთის და ირანის ონლაინ ტროლები არიან
360 გიგაბაიტის მასალა მოიცავს ძირითადა პოსტებს 2013 წლიდან 2018 წლამდე ჯამში 4570 ექაუნთი იყო ჩართული ამ ოპერაციებში
სიტყვა "ბრექსითი" ნახსენები იყო "რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთან" ასოცირებულ ექაუნთების 3,789 პოსტში და ასევე ჰეშთაგი #ევროკავშირისდატოვებისმიზეზები
თუმცა ბრექსიტი რუსეთის კიბეროპერაციების მცირე ნაწილს წარმოადგენდა რუსეთის ტროლები ყველაზე მეტად ამერიკის არჩევნებზე მუშაობდნენ
ვაშინგტონში დაარსებულმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ინსტიტუტმა ნაადრევად მოიპოვა ეს მასალები და მათი ანალიზის შედეგად დაასკვნეს რომ რუსების კიბეროპერაციების ძირითადი სამიზნე ამერიკა იყო
"ერთი მთავარი მიზანი რაც ქონდათ იყო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა რათა არ მომხდარიყო ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება თუმცა მათ მიზანს ასევე წარმოადგენდა ერის პოლარიზაცია ამერიკაში რუსეთის საერთაშორისო ინტერესების მხარდამჭერების გაერთიანება და ამერიკის ინსტიტუტების ნდობის შესუსტება"რუსები ძირითადად მუშაობდნენ უკვე პოლარიზებულ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებაზე და ამ ჯგუფების ორივე მხარეს სხვა და სხვა სახის გავლენის მეთოდებით მუშაობდნენ
მათი ოპერაციები ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგაც არ შეწყვეტილა
ერთ ერთმა რუსულმა ექაუნთმა დაპოსტა ასობით #გააგდეკუშნერი ჰეშთეგი მას შემდეგ რაც ინფორმაციამ გაჟონა რომ სირიაზე იერიშის მიტანა ტრამპის მრჩეველის და სიძის ჯარედ კუშნერის იდეა იყო
რუსეთის ყალბმა "ლიბერალთა" ექაუნთებმა უფრო მეტ მომხმარებელთა ყურადღება მიიქცია ვიდრე "კონსერვატორთა" ექაუნთებმა(აქაური "ექსპერტები" რო აიტაცებენ ხოლმე ყველანაირ სიდებილეს და ყველაფერს "ლიბერალურ" იდეოლოგიას რო ეძახიან

მერე რო ეტყვი რუსული პროპაგანდააო სასაცილოდ არ ყოფნით

)
რუსებმა ასევე საკუთარი საშინაო პოლიტიკის თემატიკაც გაურიეს კიბეროპერაციებში ასე მაგალითად ალექსეი ნავალნის სახელი 14,728-ჯერ იყო ნახსენები და ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში რომ ის ქურდი და არშემდგარი პოლიტიკოსია მაშინ როცა პუტინი ტროლების მიერ ნახსენებია 166,482-ჯერ პოზიტიურ კონტექსტში და რომ ის "მშვიდობის" მომტანია
ირანულმა ექაუნთებმა 23 000-ჯერ დაატრიალეს მესიჯი ფრანგულ ენაზე "რას გიმალავენ აღდგომის დღესასწაულზე" მათი სამიზნე ძირითადად ჟურნალისტები იყვნენ
ირანულმა ექაუნთებმა ტერეზა მეის სახელი 344-ჯერ დაპოსტეს მაკრონის სახელი 3661-ჯერ ხოლო ანგელა მერკელის 2072-ჯერ
https://www.bbc.com/news/technology-45894486ერთ-ერთი მაგალითი რუსების კიბეროპერაციის ტვიტერზე

ამ რეკლამის სამიზნე კი აფრიკელი ამერიკელები არიან და რასობრივი პრობლემები ზოგადად
This post has been edited by ტროლოლო on 18 Oct 2018, 04:05