#18009178 · 16 Feb 2010, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განაჩენი გამოუტანა ნაციონალისტური დაჯგუფების "თეთრი მგლების" წევრებს, რომლის ლიდერადაც 18 წლის ალექსეი ჯავახიშვილი სახელდება . ამის შესახებ ~გაზეტა.რუ~ იუწყება. ყველა განსასჯელი, რომლებსაც ბრალად ნაციონალური სიძულვილის ნიადაგზე მკვლელობების სერია ედებათ, მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან. მათი ასაკი 17-დან 22 წლამდეა. კოლეგიამ დამნაშავედ 12-დან 9 ახალგაზრდა სცნო, სამი კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამასთან, 11 მკვლელობიდან დამტკიცებულად მსაჯულებმა მხოლოდ 6 მიიჩნიეს. რუსული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ~თეთრი მგლების~ ლიდერი 18 წლის ალექსეი ჯავახიაშვილია, მეტსახელად ~ჯავა~. თუმცა, თავად ჯავახიშვილი ამ მოსაზრებას უარყოფს. `იმის მიუხედავად, რომ მისი მამა ეროვნებით ქართველია, იგი თავს რუსი ერის წარმომადგენლად მიიჩნევს~, - ნათქვამია განაჩენში. ‘’თეთრი მგლები’’ 2 წლის წინ, 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეს შეიქმნა
რა უნდა უქნა ეხლა ამისთანა ხორცის ნაჭერს
|