
თავნი და ბოლონი იტყვიან: "ქრისტე შეიწყალე ცოდვილი გიორგი, ა[მინ"]
ქებით დიდებაჲ შენი თანა გვა
ც -
რომელი მხსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყ
ო!
ისრად ელვისად, ენად ცეცხლისა
დ,
სამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყველ ჰყა
ვ;
ტომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელ
ი;
ეკლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებუ
ლ;
შაბათნი დაჰხსენ, დააცხრვე შჯულ
ი,
ერთ-არსებისა ბრწყინვალე ქადა
გ!
იოტე ბნელი, მტერნი დასთრგუნ
ე,
წესთა ზესკნელთა წარჰხედ, წმიდა
ო!
ყოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხა
რ,
აღქუმული იგი გვირგვინი დაგვად
გ.
ლმობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ
ი,
ერთბამად მკვიდრ მყვენ სასუფეველს
ა.
გიორგი მთაწმინდელი (დ. სავ.22–დან 29 მარტის ჩათვლით1009 ― გ. 1065) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.
მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმინდელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში.
ცოდნის გასაღრმავებლად 1022 წელს ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას.
1034 წელს გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში.
1036 წელს სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 წელს იერუსალიმს გაემგზავრა. წინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040 წელს მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა.
1044 წელს გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრატიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.
ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმინდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან.
ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა.
გიორგი მთაწმინდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.
გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი ("დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვა).
გიორგი მთაწმინდელმა ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებშიც.