#17412209 · 13 Jan 2010, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Noe Ramishvili
QUOTE | ამას წინათ ტელევიზიით აჩვენეს ბანკირების შეხვედრა მთავრობასთან სადაც ისინი ითხოვენ დაყადაღებული ბინების რეალიზაციის წესების გამარტივებას (სახელმწიფოს მაგივრად რომ პირდაპირ ბანკებს გადაეცეს) ეს პროცენტების დაწევას გამოიწვევსო.
გამოიწვევს? |
თუ სხვა პირობები უცვლელი დარჩა (როგორც მინიმუმ) _ გამოიწვევს. სესხის გაპრობლემების შემთხვევაშიც კი ბანკებს ექნებათ უფრო მეტი გარანტია იმისა, რომ გაცილებით მარტივად და სწრაფად მოხდება დაგირავებული ქონების რეალიზაცია, რაც დაწევს ზოგადად რისკის ხარისხს საკრედიტო პროდუქტებზე და შესაბამისად დაწევს საპროცენტო განაკვეთსაც. გარდა ამისა, ქონების მარტივადა რეალიზაციის პროცესი, ნაკლები იურიდიული და სხვა სახის ხარჯები ბანკს თავიდან ააცილებს ზედმეტ დანახარჯებს, რაც ასევე მასტიმულირებელი იქნება განაკვეთის შემცირებისთვის.
--------------------
To become immortal and then die
|