დაიბადა 1974 წლის 17 ოქტომბერს ბრიტანეთში დიდ იარმაუთში. ბავშვობა ჯაკარტაში გაატარა. მსახიობობა თეატრში დაიწყო, შემდეგ 90იანებში ეკრანზეც გამოჩნდა სატელევიზიო პროექტებში. 2002 წლიდან ის ცნობილი ხდება ბიბისის ტელესერიალის "Spooks MI 5" ის მთავარი გმირი ტომ ქუინის როლის შესრულებით. ამავე სერიალში შეხვდა თავის მეუღლეს კელი ჰეილისს.
მისი როლებიდან ყველაზე ცნობილია მისტერ დარსი "სიამაყე და ცრურწმენიდან, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ მეთიუს დარსიზე არანაკლებ და მეტად საინტერესო სხვა როლებიც აქვს.
მისი საუკეთესო კინოროლი ესაა 2004 წლის ახალზელანდიურ ფილმში "In my father's den", ეს არის ყოველმხრივ გენიალური ფილმი საუკეთესო გადაღებით, მუსიკალური გაფორმებით და მეთიუს პერსონაჟიც დიდებულად არის ჩამოყალიბებული და შესრულებული.
სერიალებს რაც შეეხება უნდა აღინიშნოს მის მიერ ნათამაშები კინგსბრიჯის ეპისკოპოსის როლი 2010 წლის მინისერიალში "დედამიწის სვეტები", საიდანაც მე პირადად შემიყვარდა. ამჟამად გამოდის ახალი დეტექტიური მინისერიალი " "Ripper Street'', რომელიც ბიბისის პროექტია.
ასევე კარგი როლი ჰქონდა 2010 წლის "any human hearts"-ში. სფუქსში მე-2 სეზონის მერე აღარ გამოჩენილა, მეათე სეზონში არის ერთ ეპიზოდში თუ არ ვცდები. ასევე ნათამაშები აქვს დიკენსის "პატარა დორითის" ბიბისის ეკრანიზაციაში 2008 წ.
ახლა მისი მონაწილეობით იღებენ ფილმს საქართველოს ტერიტორიაზე. ფილმი არის კომედიური ჟანრის და არის სავარაუდოდ საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტი თუ გავითვალისწინებთ, რომ მის გადაღებებში "არტე"-ც არის ჩართული. ფილმს ქვია Epic" და ის ეკრანებზე 2014 წელს გამოვა.
http://www.imdb.com/name/nm0532193/ჩემთვის ეს არის მადს მიკელსენთან ერთად ყველაზე საინტერესო ტიპაჟი მსოფლიო კინოში. მინდა აღვნიშნო, რომ მისი თითქმის ყველა პროექტი საკმაოდ კარგადაა შერჩეული და გაკეთებული (არ ვგულისხმობ სამ მუშკეტერს). რაც შეეხება მის როლებს მას ძალიან წარმატებულად შეუძლია ბევრი სხვადასხვა ტიპაჟის თამაში შეუძლია. ეს არის სახე, რომელსაც საუკეთესოდ მიყავხარ საინტერესო ეკრანულ ტიპებთან.
მი შემოქმედებას თუ თვალს გადავავლებთ დავინახავთ, რომ ის დრამის მსახიობია, თუმცა ეს ხელს არ უშლის დრამატულად კომედიური როლების შესრულებაშიც რაშიც 2007 წლის ფილმის Death at e Funeral-ის ყურებისასაც დავრწმუნდებით.
ხოდა ვისაც ეს მსახიობი გიყვართ და მისი შემოქმედება გაინტერესებთ, არ გინდათ ცოტა მივდგეთ-მოვდგეთ და შეხვედრა მოვაწყოთ?
This post has been edited by baggins on 23 Jan 2013, 17:28