Soy Cuba
რეჟისორი: მიხეილ კალატოზოვი
ოპერატორი: სერგეი ურუსევსკისცენარის ავტორი: ევგენი ევტუშენკო, ენრიკე ბარნეტიფილმი წარმოადგენს კალატოზოვის პოეტურ ჩანახატს კუბის რევოლუციაზე და მის წინა პერიოდზე და მიუხედავად იმისა რომ იდეაში ფილმი უნდა ყოფილიყო პროპაგანდისტული, იმდენად გულრწფელია კალატოზოვი რომ მე არ ვთვლი "მე კუბა"-ს პროპაგანდისტული ფილმად.
"მე კუბა" არის ფილმი რევოლუციაზე, საოცარი ვიზუალური მხარით. ურუსევსკის კამერა, ექსტრემალურად ფართოკუთხიანი ლინზით, არარეალურია, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ ოპერატორს არ ეხება ფიზიკის კანონები. ფილმი არის საოცრად თვალწარმტაცი, მედიტაციური, დაუვიწყარი სანახაობა.
ფილმზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაშI მაგრამ მოხდა ისე რომ ფილმი კუბაშიც დაიწუნეს და რუსეთშიც. ამის მიზეზად ზოგი იმასაც ამბობდა, ზედმეტად რომანტიზებული იყო ამერიკელი კაპიტალისტების ცხოვრება რევოლუციამდელ კუბაში აღწერილიო. ასე თუ ისე ფილმი მოხვდა თაროებზე და ამ კინემატოგრაფიული სასწაულის შემოქმედს არც ეღირსა ფილმის აღიარება. მხოლოდ 1995 წელს გამოვიდა ფილმი ხელახლა, სკორსეზე-კოპოლას სახელის ქვეშ და 31 წლის დაგვიანებით დაიპრო მსოფლიო. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, გადაღებული კუბაში.
ფილმი + კუბური დოკუმენტური + დოკუმენტური ფილმი კალატოზოვზე + სკორსეზეს დიდი ინტერვიუ ფილმზე შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=768829 იმისთვის რომ შეიგრძნოთ ფილმის სრული მაგია ზუსტად ამ ტორენტის გადმოწერას და რაც შეიძლება დიდ ეკრანზე ფილმის ყურებას გირჩევთ. ასევე გირჩევთ უყუროთ ორიგინალში, სუბტიტრებით. "კუბის ხმა" უბრალოდ არარეალურია.
ახალი რეალიზის ტრეილერი
და ცნობილი დასაფლავების თუ გამოსვენების სცენა
ოღრაში ამერიკელი კაპიტალისტი ბიძიების დროის ტარების სცენა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by b@rtolomeus on 8 Feb 2014, 23:48