L100 ნამდვილად უკვე მოძველებული მოდელია (თუმცა შოვნა ნამდვილად არაა ჯერ ძნელი).
რაც შეეხება L100-ის და L110-ის სურათის ხარისხს - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთი შეხედვით, L100-ის ხარისხი ჯობია! მიზეზი კი ისაა, რომ L110-ს მარკეტინგული მიზეზის გამო 12 მეგაპიქსელიანი სენსორი დაუყენეს (სენსორის ზომა არ შეცვლილა) და შესაბამისად, ცუდი განათებისას გადაღებული სურათის ხარისხი (ISO 400 და უფრო ზემოთ) შემცირდა.
ოპტიკა L100 და L110-ს იდენტური აქვთ.
აი L100-ის შეფასება:
http://www.trustedreviews.com/digital-came...Coolpix-L100/p1აი L110-ის შეფასება:
http://www.trustedreviews.com/digital-came...CoolPix-L110/p1მოკლედ, რომელი ორი კამერაც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი აზრით, S1800 ჯობია L100-ს ნამდვილად!
თუმცა მაგ კლასში უკეთესი აპარატების შერჩევა შეიძლება ნამდვილად.
წარმატებები.