გამარჯობათ
2008 წელს დავრეგისტრირდი როგორც ი/მ
ვიფიქრე მეც ავშენდებითქო და ხაზინასაც გავავსებთქო, მაგრამ....

როგორც თქვენ არ გისარგებლიათ ჩემი სერთიფიკათით, ისე მე ვერ შევძელი ვერაფრის გაკეთება. ჯერ დათვლა ანგარიში, მერე ეჭვიანობა, მერე ომი... მერე კრიზისი და...
დამრჩა ასე ეს სერტიფიკათი (რეგისტრაცია) თავის ტკივილად.
ბანკში მივედი საკომუნიკაციო ხარჯის დასაფარად და "თქვენ დარეგეისტრირებული ხართ როგორ ი/მ-ო და დამიწყეს ბჟუტური, პლასტიკურ ბარათზე (არ მაქვს), უნაღდო ანგარიშსწორებაზე (არც ანგარიში მაქვს სადმე გახსნილი, მით უმეტეს იმ ბანკში) და ა.შ...
-ერთი თქვენიც-თქო, გამოვართვი უკან გადასახადის ქვითარი და მივედი იქ სადაც ასეთი რამეებს არ მთხოვენ. (ვალიც დაიფარა)
ახლა რატომ გაწუხებთ პატივცემულებო,
რას მირჩევთ, რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ეს თავის ტკივილი მოვიშორო?
ახლა წლიური ბალანისის დეკლარაციაც მექნება შესავსები და ესეც მეზარება, ჩვენი საგადასახადო სამსახურის გადამკიდეს.
რა ვქნა? არსი გამოსავალი რომ ეს უაზრო ტიტული - ი/მ მოვიშორო, თან ისე რომ 2-3 წლის შემდეგ არ გამომეკიდონ, დეკლარაციები არ შეგივსია და უნდა დაგაჯარიმოთო!!!

ველი ნებისმიერ პასუხს, რომელიც თემასთან მიახლოებული იქნება.
გმადლობთ
მოდერატორებს ვთხობვ თუკი მსგავსი თემა სადმე იყო გახსნილი და მე ვერ მივაგენი, იყვნენ შემწყნარებლები თემის ავტორთან მიმართებაში
This post has been edited by jangula on 16 Feb 2010, 19:58