#18060762 · 19 Feb 2010, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამნისტია არა - მე რამდენადაც ვიცი შეწყალებაზე არის საუბარი, თუმცა "ჭორები დადის", რომ შეიძლება საარჩევნოდ (ანუ მაისში) ამნისტიაც გამოცხადდეს. ამნისტიის შემთხვევაში არანაირი საბუთები არ იქნება საჭირო, ვინაიდან თუ მუხლი მოხვდა ამნისტირებულთა სიაში, ავტომატურად შეეხება.
შეწყალების შემთხვევაში გროვდება შემდეგი საბუთები: (ჩემი ინფორმაციით - ახლობლებს შეაქვთ ეხლა)
1. განაჩენი 2. სამოტივაციო წერილი (მგონი ესე ქვია) ანუ წერილი სადაც თავად განსასჯელი ან/და მისი ოჯახის წევრი წერს თხოვნას პრეზიდენტის სახელზე (საპატრიარქოს შემთხვევაში მგონი ეს წერილი პატრიარქის სახელზე იწერება) მისი შეწყალების თხოვნით. ამ წერილში უნდა ჩაწერო თუ არსებობს რაიმე დამატებითი გარემოებები, კერძოდ შვილები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (მისი ან ოჯახის წევრების) და ასე შემდეგ ... ასე ვთქვათ კრეატიულად უნდა მიუდგე, თუმცა არა მგონია ამ წერილს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდეს. 3. მოძღვრის დახასიათება 4. მეზობლების დახასიათება. 5. თუ მუშაობდა დახასიათება ბოლო სამსახურიდან. 6. თუ ყავს ცოლი/შვილები - ქორწინების მოწმობის და დაბადების მოწმობების ასლები. 7. თუ მას/ოჯახის წევრს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - ამის დამადასტურებელი საბუთები. (სასურველია)
ეს ყველაფერი მიგაქვს პრეზიდენტის კანცელარიაში (ავლაბრის რეზიდენცია) და აბარებ ან/და საპატრიარქოს იურიდიულ განყოფილებაში. ... დანარჩენი დროის და იღბლის ამბავია, ასე რომ Good Luck!
პ.ს. რამდენადაც ვიცი შეწყალებაზე ხელს არ აწერს თუ არის შემდეგი დანაშაული: ნარკოტიკების რეალიზაცია, გაუპატიურება და ჯგუფური დანაშაული (ეს ზუსტად არ ვიცი)
--------------------
«Так кто же из нас чудовище, Бленак? Тот, который отдает идиотский приказ, или тот, который готов безоговорочно его исполнить и показать всем свой голый зад из-за боязни потерять работу?».
|