ხოდა, ვერ ვიპოვე ასეთი თემა...
მოკლედ საზღვარგარეთ აქტიურად იწერება პოლიტიკური შინაარსის რომანები, მათ შორის ნაცისტურ პერიოდზე, პოლონეთის საბჭოთა და გერმანულ ოკუპაციაზე და ასეთები. საქართველოში ეს კულტურა პრაქტიკულად ახალია და აქამდე არც კი მინახავს სადმე მსგავსი შინაარსის რომანები.
მოკლედ მეგობართან ვიყავი და ყველა თემა პოლიტიკაზე იწყება და მთავრდება ხოლმე. ხოდა სწორედ პოლიტიკური რომანის იდეაზე რომ ჩამოვარდა საუბარი, წელს პირველად გამოვიდა ასეთი სახის ნაწარმოებიო. ნოდარ კობერიძის - "აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე".
ყაზბეგზე მივედი მაღაზია "სამშობლოში" მანდ იყიდებაო. ხოდა აღარ გვაქვს და ხვალ გვექნება ისევო. ავდექი და მერე რუსთაველზე გავედი "საუნჯეში" იქ ქონდათ. მოკლედ პოლიტიკური რომანის ნათლობა შედგა. 2 დღეში წავიკითხე და ძალიან მომეწონა, თავი XX და XXI საუკუნის მუდმივი გმირი გგონია. თვითონ წერის სტილია ასეთი და მომკალით თუ გინდათ..
ბევრი ისეთი ისტორიული სცენაა გაცოცხლებული არც კი მეგონა თუ სინამდვილეში ასეთი რაღაცები ხდებოდა იმ დროს. მე მომეწონა. ვინც უკვე წაიკითხა გთხოვთ შეაფასოთ.