#18106145 · 21 Feb 2010, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” რეკომენდაციები 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის
2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ცესკომ უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების გატარება: 1. საჯარო გახდეს საქართველოს მოქალაქის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი. ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი შემოღება არის ახალი თაობა–ახალი ინიციატივას–ს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა. სიის მონიტორინგის გამარტივებას. ეს მონაცემი დიდი ხნის განმავლობაში იყო საჯარო ინფორმაცია, გაუგებარია ამ მონაცემის არსებობა ამომრჩეველთა ერთიანი სიაში, თუ იგი არ იქნა საჯარო და მონიტორინგის ერთერთი ინსტრუმენტი. 2. ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიას პირველი შეკრებისთანავე გადასცემს ამომრჩეველთა “შეტყობინების ბარათს” “შეტყობინების ბარათი” წარმოადგენს “ამომრჩეველთა ბარათის” ანალოგს, შემდეგი განსხვავებით: იგი ამომრჩეველს მიეწოდება “ამომრჩევლის ბარათზე” ადრე და უზრუნველყოფს ადრესატის დროულ ინფორმირებას მისი სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ. ცესკომ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანია და აცნობოს მოქალაქეებს, რომ თუ მათ არ მიუღიათ “შეტყობინების ბარათი” ან მიღებულ ბარათში არის შეცდომა/შეცდომები, მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის ბარათი უნდა დარიგდეს კანონით დადგენილი წესით. 3. ცესკოს ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში კონკრეტული მისამართის მითითებისას გამოჩნდეს ამ მისამართზე რეგისტრირებული ყველა პირის სრული მონაცემები. ყველა ამომრჩეველს ააქვს უფლება იცოდეს ვინ არის რეგისტრირებული მის მისამართზე. 4. არჩევნების ერთიანი სიის საჯარო ვერსია დაიბეჭდოს და გადაეცეს საარჩევნო უბნებს, როგორც ანბანური თანმიმდევრობით ისე მისამართების მიხედვით დალაგებული ვერსია. მსგავსი პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო აპრობირებული. 5. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში თითოეულ ამომრჩეველს მიენიჭოს რიგითი ნომერი რომელიც შეუნარჩუნდება არჩევნების დასრულებამდე. მოქალაქის სიიდან ამოღების შემთხვევაში მისი რიგითი ნომერი არ უნდა გაუქმდეს. 6. საარჩევნო სიების ერთი ასლი დღევანდელი მდგომარეობით დაიბეჭდოს და გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიებს; მოხდეს მისი აკინძვა და ხელმოწერილ იქნას ყველა კვალიფიიური სუბიექტის მიერ. აღნიშნული სიები შენახულ იქნას არჩევნების დასრულებამდე. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება – შედარებისათვის. 7. ამომრჩეველთა ერთიანი სიის უზრუნველყოფისათვის, სასურველია, საარჩევნო უბნებმა მუშაობა დაიწყონ არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა. 8 .ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებათა შესატანად ცესკომ შექმნას და დაბეჭდოს ე.წ. “შესწორების ბარათი”, რომელიც, დგება ორ პირად (სასურველია იყოს ორ თვითკოპირებად ქაღალდზე დაბეჭდილი) რომელთაგანაც ერთი პირი გადაეცემა საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე კი - განმცხადებელს დარჩება. აღნიშნული ბარათი უზრუნველყოფს თითოეული ამომრჩევლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. 9. ცესკომ ცვლილებები შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფორმატში: შემაჯამებელი ოქმი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირი; მას არ უნდა ჰქონდეს თავფურცელი; ოქმის უკანა მხარეს გამოიყოს სპეციალური არე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ხელის მოსაწერად. ხემლოწერილი ოქმის ასლი შემდგომი შედარებისათვის შენახულ იქნას საოლქო საარჩევნო კომისიაში. 10. შესწორების ოქმი დაიბეჭდოს მკაცრი აღრიცხვის გზით. შემაჯამებელ ოქმზე და ჩანაერთა წიგნში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა გამოყენებულ იქნა თუ არა შესწორების ოქმი. იმ შემთხვევაში თუ შესწორების ოქმი არ იქნა გამოყენებული, დაეწეროს მას “გამოუყენებელია”., ჩამოეჭრას კუთხე და ხელი მოაწერონ კომისიის წევრებმა. 11. კანონით დადგენილი წესებისა და შემაჯამებელი ოქმის შევსების თანმიმდევრობის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო უბნის მდივანსა და თავჯდომარის მიმართ გატარდეს სადამსჯელო სანქციები. 12. იმ ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციის ადგილი არის “მისამართის გარეშე” ამომრჩეველთა ერთიანი სიაში მიეთითოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. 13. კენჭისყრის დასრულების შემდგომ, მოხდეს გამოუყენებლი ბიულეტინების დანიშვნა (კუთხის ჩამოჭრა), გადათვლა და შემდგომ დალუქვა. ეს პროცედურა ჩატარდეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე. 14. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლებისათვის “იმყოფება საზღვარგარეთ” ფაქტობრივი მდგომარეობის განსაზღვრა. პოლიტიკური პარტიების მიერ კარდაკარ პრინციპით შეგროვებული ამგვარი ინფორმაცია უნდა გადაეცეს ცსკოს, ხოლო სიის შემგომი გადამოწმებისთვის უნდა დაბრუნდეს საუბნო სააერჩევნო კომისიაში, რომელიც საბოლოო შესწორებებს შეიტანს იმ პირთა სიაში რომელთა ფაქტობრივი მდგომაროება არის ”იმყოფება საზღვარგარეთ”. 15. ამომრჩეველთა იმ ჯგუფს, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობაც არის “იმყოფება საზღვარგარეთ”, გამოეყოს ცალკე რეგისტრატორი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ბიულეტენის გაცემას. აღნიშნული ამომრჩეველთა სია დაბეჭდოს ცესკომ ცალკე. “იმყოფება საზღვარგარეთ” ფაქტობრივი მდგომარეობის მქონე პირის საარჩევნო უჯბანზე გამოცხადებისას, სამაგიდო სიაზე ხელი უნდა მოაწეროს საარჩევნო უბნის თავჯდომარემ და მდივანმა. ჩანაწერთა წიგნში აღინიშნოს იმ ამომრჩეველთა რაოდნობა, ვინც ხმა მისცა აღნიშნული სიით. 16. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, მოახდინოს ერთიანი სიის საბოლოო ვერსიისა და პირველი შეკრების დღეს მიღებული სიის შედარება ცვლილებების გათვალისწინებით. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გასცეს განკარგულება, უარი ითქვას აღნიშნული სიის მიღებაზე. 17. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ უზრუნველყოს ცესკოსა და ყველა იმ ორგანიზაციის ელექტრონული ბაზის თავსებადობა, რომელიც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა საერთო სიის შექმნასა და განახლებაზე.
2010 წლის 1 სექტემბრიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უზრუნველყოს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების გაცემა, რომელშიც იქნება პიროვნების სახის ბიომეტრიული სურათი. 2011 წლის 1 ივნისს მოქმედ პირადობას შეუწყდეს მოქმედება.
|