ამ ბოლო დღეებში ნოღოსთან დაკავშირებით საინტერესო მომენტების მოწმეები გავხდით როგორც რეალში, ისე ფორუმზე.
რეალში, ალიანსის ლიდერებმა ჯერ განაცხადეს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ ყველასთან, მათ შორის ნოღოსთანაც. მოგვიანებით ჩათვალეს, რომ დამატებითი განმარტების გარეშე საკმაოდ ბრიყვული განცხადება გამოუვიდათ და ალასანია იძულებული გახდა დაეკონკრეტებინა, რომ თანამშრომლობაში თურმე მხოლოდ თანამშრომლობა იგულისხმება(თქვენ იცოდით? მე არა

) და არა ერთ ბლოკში გაერთიანება. ანუ სრული სერიოზულობით აგვიხსნეს, რომ პროდასავლური პარტია რუსულ ნოღაიდელთან ერთ საარჩევნო ბლოკში არ ერთიანდება.

მადლობა ღმერთს.
პარალელურად, ფორუმზე ირაკლიჩოს ფანები ბოლო დღეები ძალებს არ ზოგავენ იმის დასამტკიცებლად, რომ ნოღაიდელისგან ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ბუას. პრინციპში სწორიც არიან, ეს ნამდვილად ასეა. და ჩემი აზრით, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი კრეტინობა.
მაშინ მე ირაკლიჩოს პარტიულ და არაპარტიულ ფანებთან მაქვს შეკითხვები:
1) თუ ხვდებით იმას, რომ ნოღაიდელის გაპიარება ხელისუფლებას აწყობს და არა ქვეყანას, რა ჩემი ფეხების თანამშრომლობა აგიტყდათ მასთან?! რას აკეთებ ამით, ხელს უწყობ ნოღოს კიდევ უფრო გაპიარებას? ანუ ხელისუფლების კრეტინობაზე კრეტინობით პასუხობ?!
2) არის თუ არა ერთდროულად იმის ლაპარაკი, რომ ნოღაიდელი რუსული პოლიტიკაა და თან მასთან თანამშრომლობის დეკლარირება პროდასავლური პარტიისგან იდიოტიზმი და კრეტინობა?!
3) ხომ ცუდი შეგრძნება ყოფილა, როცა თქვენი სიმპათია ლიდერების ბრიყვული, ერთმანეთთან შეუთანხმებელი განცხადებების გამო, ფორუმზე ჭიპზე გახევა გიწევთ მათთვის პირის მოსაწმენდად იმიტომ, რომ თქვენს ილუზიებს ვერ ელევით?!

პირველი შეკითხვის ადრესატი ჩეგესტოა.
მეორე შეკითხვის ლაშაალო.
ბოლო შეკითხვა დეპრესას ეკუთვნის და რიტორიკულია.

პ.ს. განსაკუთრებით ნიჭიერებმა გაითვალისწინეთ, რომ უგულავას ამომრჩევლობის შეტენვა ჩემთვის არ გამოგივათ. არ ვღებულობ არჩევნებში მონაწილეობას.
This post has been edited by D-zine on 21 Feb 2010, 01:34