დანარჩენი ოპოზიციური ძალების მიერ საერთო კანდიდატის გამოკვეთის შემთხვევაში „ალიანსმა“ ალასანიას კანდიდატურა შესაძლოა მართლაც მოხსნას?
–.
მსგავსი მოლაპარაკები არ მიმდინარეობს. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან გამოკლებით ერთი პარტიისა და მისი ლიდერისა. და დავიწყოთ მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან ეს ნიშნავს, რომ ყველა ვერსიის განხილვისთვის მზად ვართ. თუმცა მსგავსი რამ ამ ეტაპზე არ განიხილება..მაშინ „ალიანსის“ ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ ასეთი შინაარსის განცხადება რატომ გააკეთეს?
– .
ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. გამყრელიძემ და უსუფაშვილმა თქვეს, თუ ერთობისთვის აუცილებელია, მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავსხდეთ. არც ჩვენგან იქნება არანაირი წინაპირობა, არც ალასანია და სუბარი, არც პეტრე და არც პავლეო...
ჩვენი წინაპირობა მხოლოდ ერთია, რომ პრორუსულ ძალებთან ვერ ვითანამშრომლებთ. საუბარია ერთ კონკრეტულ, პრორუსულ კი არა რუსულ ძალაზე - ნოღაიდელის პარტიაზე. .ჩვენი მხრიდან სხვა წინაპირობა არ არსებობს. მოლაპარაკებას ვიწყებთ ნულიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუ ამის საჭიროებას დავინახავთ. მაგრამ ჯერ საკითხი ასე არ დგას.
თუმცა აშკარაა, რომ საზოგადებაში ასეთი ეჭვები გაჩნდა და ეს „ალიანსის“ ლიდერების დამსახურებაა...
– .]გეთანხმებით, რომ კითხვები გაჩნდა, მაგრამ საზოგადოებამ ამ კითხვებს თავადვე მოუძებნა პასუხი. ცხადია ვიღაცეებმა იმუშავეს, რომ პასუხები ისეთი ყოფილიყო, როგორიც მათ აწყობდათ..
ალასანიაზე რეიტინგული ლიდერის გამოკვეთის შემთხვევაში, მზად ვართ მხარი მას დავუჭიროთ. თუმცა, .]დღეს არავინ დავობს, რომ ალასანია ყველაზე რეიტინგულია..თუკი ერთობას დასჭირდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა სოზარ სუბარი, არამედ ვინმე სხვა იყოს, მე მზად ვარ უარი ვთქვა ჩემს კანდიდატურაზე.
საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე ასე ხშირად რატომ საუბრობ, უკვე წარდგენილ კანდიდატებზე „ალიანსში რაიმე უთანხმოება ხომ არ არის?
.
– არა ამ საკითხზე „ალიანსში“ არანაირი უთანხმოება არ არსებობს. როდესაც მე ვამბობ, რომ მზად ვარ ჩემს კანდიდატურაზე უარი განვაცხადო, ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა და „ალიანისის“ წევრებს მაინცდამაინც არ მოსწონს. მაგრამ ოპოზიციის ერთობას თუ დასჭირდება, იმისთვისაც კი მზად ვარ საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა ამას არ ვაპირებ..ითქვა, რომ მერობის კანდიდატის პოსტზე ალასანია შესაძლოა გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლოს. მასთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაქვთ?
– ლევან გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკები „ალიანსმა“ ყველაზე ადრე დაიწყო. გაცილებით ადრე, ვიდრე ჩემთან დაიწყებდა. ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ „ალიანსს“ იმ ძალად მიიჩნევს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია. ის ჩვენთან მოსვლას აპირებს, ამ მოსვლის ფორმებზე იყო საუბარი და ეს მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. სასურველია საუბარი იყოს უფრო ფართო გაერთიანებაზე, ვიდრე ერთ კონკრეტულ ადამიანზე. „ალიანსი“ თვლის, რომ თუ ეს ერთობაა უფრო გაფართოვდება კარგი იქნება.
ირაკლი ალასანიას მიერ კანდიდატურის შესაძლო მოხსნის შესახებ ინფორმაცი ალასანია - გაჩეჩილაძის ლონდონური შეხვედრის შემდეგ გავრცელდა…
– თქვენ თუ სხვა რამე ინფორმაცია გაქვთ, სხვა წყაროებთან გადაამოწმეთ. რეალობა კი ის არის, რაზეც გესაუბრეთ. ვინმეს კიდევ უფრო მეტი თუ აინტერესებს, .
კერძოდ ის, „ალიანსი“ დაიშლება თუ არა - შემიძლია ყველა დავამშვიდო, რომ საკითხი ასე არ დგას..თქვით, რომ ნოღაიდელი და მისი პარტია არა პრორუსული, არამედ რუსული ძალაა. ნამდვილად ასე ფიქრობთ?
– სხვა რა ითქმის იმ პარტიაზე, რომლის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მომხდარა? ამიტომაცაა „ალიანსის“ ფორმულა ყველა - მინუს ერთი. ყველასთან ვითანამშრომლებთ გარდა იმ პარტიის, რომელიც საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად არ მიიჩნევს. .
ასეთი პარტია კიდევ თუ გამოჩნდება, მაშინ უკვე მინუს ერთი კი არა, არამედ მინუს ორი იქნება. თუმცა, საბედნიეროდ საქართველოში ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პარტია მეგულება..ყველა - მინუს ერთი ფორმულის პირობებში პრაიმერში მონაწილე პარტიებთან თანამშრომლობას როგორ წარმოგიდგენიათ?
– .
„კონსერვატორებთან“, „ხალხის პარტიასთან“ და არაერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობის მოხარულნი ვართ. მათ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ - ნოღაიდელთან ურჩევნიათ თუ იმ ერთობაში, რომელიც რუსულ პოლიტიკას ემიჯნება..გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნოღაიდელი მიუღებელია არა მხოლოდ დღევანდელი პოზიციის გამოა. არამედ იმიტომ, რომ ჯერ წინა, შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო და კრიმინალია. ამ ლოგიკით ნინო ბურჯანაძესთან და ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობა მისაღებია?
– ოქრუაშვილთან თანამშრომლობაზე არ მგონია გამყრელიძეს რამე ეთქვას. მე არ ვიტყვი, რომ მან თავისი ცოდვები ჩამოირეცხა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი სათქმელი თქვა. მეტიც მან სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოში საპროტესტო მუხტის ზრდას.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, პარალმენტის თავმჯდომარეობისას მისი პოზიცია ხშირად შეიძლება არასწორი იყო. თუნდაც ის, რომ რამე თუ არ მოსწონდა ეს ღიად უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ კრიმინალში რომ დაადანაშულო კონკრეტული ფაქტები უნდა გქონდეს.
ანგელოზების ძებნას თუ დავიწყებთ ვერც პოლიტიკაში ვნახავთ, ვერც ცხოვრებაში და თუნდაც ეკლესიაში. გრიგოლ ხანძთელის მსგავსი, ვისზეც მერჩულე წერდა „იყო ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზიო“ ძალიან ცოტაა.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე დროის დაკარგვა არ ღირს. მეტიც, გაკეთდა მინიშნება, რომ არჩევნებში მონაწილე ძალები შესაძლოა ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ...
– არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნები მიგვაჩნია. თვითმმართველობის არჩევნები რაკი დაინიშნა, ეს გამოწვევა მივიღეთ. სხვა გზას ვერ ვხედავ და ვერც ვერავინ დამანახებს. მათ გასაგონად, ვისაც არჩევნებზე წასვლა ხელისუფლების თამაში ჰგონია, ვიტყვი - ხელისუფლების მხარდამჭერი სწორედ ის არის, ვინც მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდეს, ან ამ პროცესისადმი უნდობლობას ნერგავს. ამით ხომ ხელისუფლებას უწყობს ხელს.
რას გულისხმობ?
– მოქალაქეები, რიგითი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ისევ ხელისუფლება გაიმარჯვებს. მაგრამ ადამიანები თუ ირწმუნებენ, რომ არჩევნებში გამარჯვება მათზეა დამოკიდებული, მაშინ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი, ვერანაირი გაყალბება, ხალხის ნებას ვერ გადაწონის.
პოლიტიკურ ძალთა რა სახის გადაჯგუფებს უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, არ გამორიცხავენ გია ჭანტურიას და „ალიანსის“ დაახლოებას...
– ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ.
ჭანტურიასთნ ყოველგვარი კავშირი გამორიცხულია.. ჭანტურია ისე აქებს გიგი უგულავას, მიკვირს რატომ არ ინიშნება მისი საარჩევნო შტაბის უფროსად და რატომ იყრის კენჭს, ვითომ მერობის კანდიდატად. თუ ასე ძალიან მოსწონს უგულავა, რატომ იბრძვის მის ვითომცდა შესაცვლელად..
http://presa.ge/index.php?text=news&i=9232