"ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ მცხეთაში პლაჟების გაკეთების იდეა, მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ ფანტაზიის შედეგია.
როგორც გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სტუმრობისას გააჟღერა იდეა, რომელიც წარმოსადგენადაც კი ძალიან რთულია.
მისი თქმით, იდეაზე, რომ მტკვრისა და არაგვის შესართავთან პლაჟები გაკეთდეს, რეაგირება დღესვე უნდა მოხდეს. თარგამაძე იმედს იტოვებს, რომ პლაჟების იდეა ფანტაზიის გაქანების შედეგი იყო.
"მცხეთის რეაბილიტაცია ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ რეაბილიტაციის პერიოდში, მოუკრეფავებში არ უნდა გადავიდეთ. არ უნდა დავაზარალოთ ის, რის გამოც მომლოცველები მცხეთისკენ ილტვიან", – განაცხადა გიორგი თარგამაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მცხეთასთან დაკავშირებული საკითხები მომავალში მაინც საპატრიარქოსთან შეთანხმებით გადაწყდება.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მცხეთა განსაკუთრებული ისტორიის და ფუნქციის მატარებელი ქალაქია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თვითმმართველის სტატუსი, რათა გადაწყვეტილებები მცხეთელებმა მათ მიერვე არჩეული ადამიანების მიერ მიიღონ
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ეს ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლებით და მისი რეაბილიტაციაც ალბათ ამ კუთხით უნდა მოხდეს და არა როგორც საზღვაო კურორტი იქნებ ვინმემ მაინც ურჩიოს მიშას რომ მთელ მსოფლიოს მცხეთა ხიბლავს როგორც ისტორიული კუთხე რისთვისაც სტუმრობენ ტურისტები, თორე პლიაჟით და კლუბებით ნამდვილად ვერ გააკვირვებს უცხოელ ტურისტს, ამტომ მგონი ჯობია ის "ბრანდი" შევინარჩუნოთ რომელზეც არის დიდი მოთხოვნა, იგივე შეიძლება ითქვას სვანეთის რეაბილიტაციაზეც.
This post has been edited by nk44 on 9 Feb 2010, 17:56