FCsvarchikTbilisi1999
SPIRITCRUSHER_DRUMER

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2999
წევრი No.: 109362
რეგისტრ.: 15-January 10
|
#18181391 · 25 Feb 2010, 22:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგოიზმი,როგორც რელიგია და მსოფლიო მონაპოვარი ეგოიზმი,როგორც რელიგია პირველად დამწყებმა და დაბალი სტაჟის მქონე მეცნიერმა ირაკლი ხვედელიანმა აღმოაჩინა და განავითარა.მოსაზებები იმის შესახებ რომ ეს შეხედულებები მცდარია ბევრმა ფაქტმა და არგუმენტმა გააქარწყლა.ეგოიზმი როგორც რელიგია ემყარება ადამიანის უმაღლეს გონებრივ შესაძლებლობებს,რომელიც თვით ადამიანისთვის არის მთელ რიგ შემთხვევებში ამოუცნობი და ამოუხსნელი. ეგოიზმში სამყაროს წარმოშობა "ეგო"–ს უკავშირდება,სამყარო ადამინის უმაღლეს მწვერვალზე მყოფნა ქვეცნობიერმა შექმნა და განავითარა.ის რასაც სხვა რელიგიებში ღმერთი ქმნის და აკეთებს ეგოიზმში ამას "ეგო" ქმნის,ქმნის ადამიანი და ქმნის ისე რომ ზოგჯერ მას თავადაც ვერ მართავს. სამყარო,ცხოველები,მცენარეები და თვით ადამიანებიც "ეგო"–ს მიერ არის შექმნილი,"ეგო"–ს მიერ არის შექმნილი ასევე მითები და ლეგენდები სხვადასვა ღმერთბზე,ეგოიზმის მიმდევარი ადამიანი თავის თავს არ აღიარებს არცერთი რელიგიის მიმდევარ ადამიანად,ზოგჯერ მათ ურჯულოებად და ათეისტებად მიიჩნევენ,უარეს შემთხვევაში კი სატანისტებად,მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეგოიზმის მიმდევარი ადამიანი ყველაზე შემწყნარებელი,ტოლერანტი,ჰუმანისტი და მშვიდობის მოყვარული ადამიანია. მისთვის არ არსებობს ძალა ბუნებაში,რომელიც მას დაეხმარება მთელ რიგ მომემტებში,გარდა საკუთარი თავისა,მას გამოუვალ მდგომარეობაში არ სჩვევია ყურების ჩამოყრა და ფრაზის უწყვეტი წარმოთქმა "ღმერთი მიშველის",რამეთუ ეგოისტი ადამიანი თავად არის თავისი ღმერთი,ეგოისტი ადამიანი საკუთარ თავს ისე მართავს როგორც მას სწორად მიაჩნია და არცერთი ეგოისტი ადამიანი არ დაუშვებს ისეთ შემთხვევას,რომ თავისი ბედი "ღმერთს" მიაბაროს და არ იტყვის "ეს ესე უნდა მომხდარიყო, ალბათ იმიტომ რომ ღმერთის ნება იყოო". ეგოიზმში არ არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცნება,რადგანაც ეგოიზმში არ არსებობს სულისა და მარადიული სასუფევლის ცნებები,არ არსებობს სიკვდილის შემდეგი ცხონება და ტანჯვა.ეგოიზმი არ აღიარებს ადამიანის კულტის თაყვანის ცემას,მაგრამ აღიარებს ადამიანის გონების უმაღლეს, ბევრისთვის ამოუცნობ შესაძლებლობებსა და ნიჭს. ეგოიზმი არის რელიგია რომელშიც შეხვდებით სიყვარულის რამდენიმე სახეს,მაგალითად ქალ–ვაჟურ სიყვარულს რომელსაც სხვა რელიგიები ქორწინებამდე ან ჯვრის წერამდე კრძალავენ, ეგოიზმი აღიარებს და აღიარებს ისე, როგორც სრულფასოვან ცოლ–ქმრულ სიყვარულს. ადამიანური ლტოლვა,მეგობრობა,ნდობა და სიახლოვის,სითბოს მოხოვნილება ქალ–ვაჟური სიყვარულისა არ არის გაყოფილი კანონიკურად და არაკანოიკურად. ეგოიზმის ძირითადი პრინციპი არის ის,რაც თვით ეგოშია თავმოყრილი.ეგოისტი არ კლავს თუ არ მოუკლეს,არ ტკენს თუ არ ატკინეს არ ართმევს თუ არ წაართვეს და ა.შ. ანუ ეგოიზმი მარტივად რომ ვთქვათ ყველაზე ჩუმი და უწყინარი რელიგიაა მაშინ როდესაც არ ეხებიან მას. ეგოიზმი არ აღირებს ისეთ რელიგიებს,რომლებიც ჭეშმარიტებას სხვა რელიგიასთან ჭიდილში ამტკიცებენ,ეგოიზმისთვის მიუღებელია რელიგიური ბრძოლები და დაპირისპირებები.ეგოიზმში წინა პლანზე წამოწეულია გონება და არა რწმენა,რამეთუ გონება ჩვენ გვეუთვნის და უნდა განვსაჯოთ მთელი რიგი საკითხები ისე როგორც სამართლიანია და არა ისე როგორც დოგმატური დებულებები ავალდებულებენ მორწმუნე ადამიანებს.ეგოიზმში სასტიკად მიუღებელია ფანატიზმი,ეგოიზმი არ აღიარებს რელიგიურ ფანატიზმს და ფანატიკოსებს,მიუღებელია ფანატური დამოკიდებულება ერთი,რომელიმე კონკრეტული ღმერთის ან არსების მიმართ. ეგოისტურ რელიგიაში თქვენ ვერ შეხვდებით მცნებებს და კანონებს ფურცელზე გადმოტანილს ან ქვაზე ამოტვიფრულს.ეგოიზმი არის ის რელიგია რომელშიც ინდივიდი თავის თავს თავადვე უწესებს კანონებს,თუ ეგოისტს არ უნდა რომ იმრუშოს რა იმრუშებს, მაგრამ თუ მისი სურვილები მრუშობისკენ იქნება მიდრეკილი,შეუძლებელია მას რამემ ან ვინმემ დაუშალოს ამის კეთება,რადგანაც მას უნდა... ის ეგოა. უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი,რომ ეგოიზმში სასტიკად მიუღებელია სისხლში ადამიანის გასვრა,რადგანაც ადამიანი ადამიანმა ადამიანისთვის შექმნა და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება გაანადგუროს ის რაც მისმა უმაღლესმა ქვეცნობიერმა მისთვის შექმნა. ეს არის მოკლე მიმოხილვა ეგოიზმის,როგორც ჭეშმრატი და ერთადერთი ტოლერანტული,ჰუმანისტური,შემწყნარებლური და მშვიდობის მოყვარული რელიგიისა.
--------------------
WWW.SVARCHIKTBILISI.UCOZ.RU (Fc Svarchik Tbilisi 1999 Official Web Site) WWW.BESTDOWNLOADS.UCOZ.COM My Warez Site -------------------------------------------------------------- www.FOC.ucoz.com www.MySpace.com/FrostsOvCaucasus (My Metal Band) www.MySpace.com/SpiritCrushers (My Old Metal Band)
|