აშშ საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად რუსეთზე ზეწოლას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა საქართველოსთან დაკავშირებული აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ ვაშინგტონში, ნატო-ს სტრატეგიის სემინარზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
მან სემინარზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოება.
“ვაპირებთ, ამ უთანხმოებების ღიად განსახილველად ნატო-რუსეთის საბჭო გამოვიყენოთ. ჩვენ ამ ფორუმს გამოვიყენებთ რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა შეასრულოს საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და ისევე როგორც ჩვენ, აღიაროს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - განაცხადა კლინტონმა.
მისივე თქმით, აშშ ნატო-რუსეთის საბჭოს ასევე გამოიყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის საშიში არ არის, როგორც ეს რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაშია ნათქვამი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში იმ პოზიციასთან და როლთან დაკავშირებით რასაც ჩვენთან მიმართებაში ახორციელებს აშშ. აშშ-ს მიერ ჩვენთვის მხარდაჭერის კონტექსტში პოზიციები სხვადასხვაგვარია: დაწყებული იქიდან, რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის მაგრამ თავს მაღლა ძალა არაა და დამთავრებული იმით, რომ ამერიკა უბრალოდ ჩვენ ტექნიკურად გვიყენებს და გადაგვაქცია რუსეთის მეზობელ კუბად (თუმცა კუბას, რომ რუსები გვერდზე ედგნენ, მაგის ნახევარი რომ ამერიკა დაგვდგომოდა გვერდზე ტერიტორიებს ნამდვილად არ დავკარგავდით. აქ თუნდაც ბუშის სახის გამომეტყველების გახსენებაც კმარა პუტინთან ერთად რომ სეირნობდნენ პეკინის ოლიმპიადაზე). გამომდინარე აქედან როგორ ფიქრობთ კლინტონის განცხადება რეალური დახმარების მცდელობაა რომელსაც რაიმე შედეგი მაინც ექნება, თუ ეს უბრალოდ იმათთვის გადაგდებული "კანერა სპასენიაა" რომლებიც ამერიკის ნემსზე ზიან და სჭირდებათ არგუმენტები და დროის მოგება იმ ფონზე როდესაც იზრდება ანტიამერიკული განწყობა საზოგადოებაში.
და აქვე მეორე კითხვაც: --- "ისევე როგორც ჩვენ, აღიაროს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" --- ამ სიტყვებში ხომ არ არის ლიცემერობა და დემაგოგია თუ გავიხსენებთ თუ რა გაუკეთეს (და პირველ რიგში აშშ-მა) სერბეთს?
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)